პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს ავტომატურად, ძალის გამოყენების გარეშეც დაიბრუნებს

16.03.23 14:40


საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს ავტომატურად, ძალის გამოყენების გარეშეც დაიბრუნებს.

 

ამის შესახებ მერაბიშვილმა უკრაინულ არხთან, Freedom TV-სთან ინტერვიუში  განაცხადა.

 

მერაბიშვილს წამყვანმა კითხვით მიმართა: „დაგისვამთ ასეთ კითხვას, ნახეთ, უკრაინა იმარჯვებს, შემდეგ სახელმწიფოები, რომლებსაც რუსეთმა წაართვა ტერიტორიები, დომინოს პრინციპით იწყებენ ტერიტორიების დაბრუნებას და ხედავთ თუ არა თქვენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტეირიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას?“

 

კითხვაზე მერაბიშვილმა უპასუხა: „ავტომატურად, ძალის გამოყენების გარეშეც კი“.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები