პოლიტიკა

ირაკლი ბერაიამ სლოვაკეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა

17.03.23 11:40


ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაციამ, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელებით, სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებთან შეხვედრა გამართა.

 

საქართველოს პარამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონულ უსაფრთხოებაზე მისი გავლენის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს.

 

„სლოვაკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ურყევია თავის მხარდაჭერაში ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ. მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდეს და გაღრმავდეს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის შემდეგ.

 

სლოვაკ კანონმდებლებთან გამართულ შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და სლოვაკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ბეშიძე დაესწრნენ.

 

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ასევე დაგეგმილია სლოვაკეთის საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები