პოლიტიკა
17.03.23 15:40
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თვალნათლივ წარმოაჩენს ბრიტანეთის მზარდ ჩართულობას ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე, განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზეა დაფუძნებული.
„ფასდაუდებელია გაერთიანებული სამეფოს როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერის და არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაციის მიმართულებით.“- აღნიშნა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა ბრიტანეთის ძალისხმევას საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის და რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში, ისევე როგორც ჰიბრიდული საფრთხეების ეპოქაში, ლონდონის მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნის მედეგობის გაძლიერების კუთხით.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობა, რომელიც რეგულარულ პლატფორმადაა ჩამოყალიბებული. ამ კუთხით ხაზი გაესვა მიმდინარე წელს, უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მერვე რაუნდის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას გაერთიანებულ სამეფოში.
საქართველოს პირველი დიპლომატის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და არსებული პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენების შესაძლებლობებზე; ხაზი გაესვა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროებში წარმატებულ თანამშრომლობასაც.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხი. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ განხორციელებულ სამუშაოს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაერთიანებული სამეფო საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერია. მან მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მხარეს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და მიესალმა გაერთიანებული სამეფოს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს როლს, რომელსაც ის რუმინეთთან ერთად ასრულებს. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის მზარდ მნიშვნელობას როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და ენერგეტიკული მიმართულებით;
ახალი რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და დაკავშირებადობის აქტუალურობაზე. ამასთან, აღინიშნა საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის მნიშვნელობა.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რაც მკვეთრად დამძიმდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად. აღინიშნა, რომ სწორედ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის აგრესია და მისი თანმდევი შედეგები.
2023 წლის 16-17 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი დაესწრება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას და შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან.
2016 წლის შემდეგ, ეს გახლავთ გაერთიანებული სამეფოს საგარეო,თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტი საქართველოში.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა
17:4021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
17:2021.03.23
-
მაკა ბოჭორიშვილი: ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა
17:0021.03.23
-
16:4021.03.23
-
ირანს ითრევენ სამხრეთ კავკასიის ომში, რომელიც დასრულდება თავად ირანის სრული დაშლით
16:2021.03.23
-
შეწყვიტეთ ამ კანონზე საუბარი, თორემ უარეს მიიღებთ - ჩარკვიანი „ოცნებას“
16:0021.03.23
-
15:3021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი: პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო
15:0021.03.23
-
14:2021.03.23
-
შალვა პაპუაშვილმა თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
14:0021.03.23
-
13:4021.03.23
-
13:2021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა
13:0021.03.23
-
12:4021.03.23
-
12:2021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს იწყებს
12:0021.03.23
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის უახლესი გლობალური სისტემა ამოქმედდა
11:4021.03.23
-
11:2021.03.23
-
პარლამენტის ალყაში მოქცევა მარტო ჩემი კი არა, ოპოზიციის საერთო გეგმა იყო - გიორგი ვაშაძე
11:0021.03.23
-
10:4021.03.23
-
10:2021.03.23
-
10:0021.03.23
-
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0020.03.23
-
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენს
17:4020.03.23
-
„განცხადება არ შემოსულა“ — ბრეგაძე სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებაზე
17:2020.03.23
-
17:0020.03.23
-
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს
16:4020.03.23
-
სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა
16:2020.03.23
-
სტუდენტების მღელვარება დაჰბრალდა ვითომ განათლების მინისტრს?! - იაგო ხვიჩია ჩხენკელზე
16:0020.03.23
-
15:3020.03.23
-
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის
15:0020.03.23
-
მივმართავთ ჰააგის ტრიბუნალს, გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე - შალვა ნათელაშვილი
14:4020.03.23
-
შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
14:2020.03.23
-
14:0020.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
13:3020.03.23