პოლიტიკა
17.03.23 17:20
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი ხელმძღვანელობს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციას.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარება ქვეყანას სრულიად ახალ შესაძლებლობებს უჩენს.
ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, არასახიფათო ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მათ შორის, აღნიშნა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობები.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის ახალი მასშტაბური პროგრამების შესახებაც. ასევე, აღინიშნა 21-წლამდელ ნაკრებთა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში მთელ ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრესი და, ზოგადად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების აქტიური პროცესი.
თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მასშტაბს და გამოხატა არაბთა გაერთიანებული საემიროების ინტერესი, გაააქტიურონ და გააღრმაონ ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.
ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციის წევრები, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი და საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა
17:4021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
17:2021.03.23
-
მაკა ბოჭორიშვილი: ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ საქართველოს და მის ხელისუფლებას, მაგრამ არა რუსობა
17:0021.03.23
-
16:4021.03.23
-
ირანს ითრევენ სამხრეთ კავკასიის ომში, რომელიც დასრულდება თავად ირანის სრული დაშლით
16:2021.03.23
-
შეწყვიტეთ ამ კანონზე საუბარი, თორემ უარეს მიიღებთ - ჩარკვიანი „ოცნებას“
16:0021.03.23
-
15:3021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი: პარტნიორების ხმა, მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში საინტერესო
15:0021.03.23
-
14:2021.03.23
-
შალვა პაპუაშვილმა თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
14:0021.03.23
-
13:4021.03.23
-
13:2021.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ჩაის სახლში უხუცესებს შეხვდა
13:0021.03.23
-
12:4021.03.23
-
12:2021.03.23
-
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს იწყებს
12:0021.03.23
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის უახლესი გლობალური სისტემა ამოქმედდა
11:4021.03.23
-
11:2021.03.23
-
პარლამენტის ალყაში მოქცევა მარტო ჩემი კი არა, ოპოზიციის საერთო გეგმა იყო - გიორგი ვაშაძე
11:0021.03.23
-
10:4021.03.23
-
10:2021.03.23
-
10:0021.03.23
-
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
18:0020.03.23
-
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენს
17:4020.03.23
-
„განცხადება არ შემოსულა“ — ბრეგაძე სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებაზე
17:2020.03.23
-
17:0020.03.23
-
პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს
16:4020.03.23
-
სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა
16:2020.03.23
-
სტუდენტების მღელვარება დაჰბრალდა ვითომ განათლების მინისტრს?! - იაგო ხვიჩია ჩხენკელზე
16:0020.03.23
-
15:3020.03.23
-
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში წამლის ხარისხის ლაბორატორია გახსნისთვის მზად არის
15:0020.03.23
-
მივმართავთ ჰააგის ტრიბუნალს, გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე - შალვა ნათელაშვილი
14:4020.03.23
-
შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
14:2020.03.23
-
14:0020.03.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
13:3020.03.23