ეკონომიკა

იანვარ-თებერვალში რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა, სომხეთში 197%-ით

20.03.23 12:40


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ექსპორტი სომხეთში 197%-ით გაიზარდა, რუსეთში — 38%-ით.

 

აბსოლუტურ რიცხვებში, ეს მონაცემები ასე გამოიყურება: მიმდინარე წლის პირველ ორთვეში სომხეთში ექსპორტზე გასულია 133 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია, რაც ექსპორტის საერთო წილის 14.5%-ს შეადგენს, რუსეთში — 128 მილიონი დოლარის პროდუქცია, რაც მთლიანი ექსპორტის 14%-ია.

 

ექსპორტი 17.8 პროცენტით არის გაზრდილი ჩინეთში, რაც 112 მილიონი დოლარია (მთლიანი ექსპორტის 12.3%). დაახლოებით 20%-იანი ზრდა არის აზერბაიჯანის შემთხვევაში, რაც ამ შემთხვევაში 111 მილიონ დოლარს გულისხმობს.

 

ექსპორტი თითქმის 994%-ით — 4 მილიონიდან 45 მილიონიამდე — გაიზარდა ყირგიზეთში, 685%-იანი ზრდა არის ესპანეთის მიმართულებითაც — 2.85 მილიონი აშშ დოლარიდან 21.6 მილიონ აშშ დოლარამდე.

 

საქსტატის ცნობითვე, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 914.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 20.3%-ით), ხოლო იმპორტი თითქმის 2 მილიარდ აშშ დოლარს (გაიზარდა 9%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9%-ია.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები