პოლიტიკა
20.03.23 14:20
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს ვლადიმირ ორლიჩს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე, საქართველოსა და სერბეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითად შეფასდა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობაზე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ სერბეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ დაიწყო ორმხრივი დიალოგი ევროკავშირის საკითხებზე და ხელი მოაწერა მემორანდუმს ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის.
პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი გააცნო და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დეპუტატები: ირაკლი მეზურნიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი და ბექა ოდიშარია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
„ვაფასებთ სერბეთის მზაობასა და სურვილს, გაუზიაროს გამოცდილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცესებზე. ვინაიდან სერბეთი უკვე ათწლეულია ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს აწარმოებს, ჩვენთვის მართლაც გამორჩეულად ღირებულია ამ გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე გამოვხატეთ საერთაშორისო დონეზე ერთმანეთის მხარდაჭერის მზაობა, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესს. გვჯერა, ერთობლივი მუშაობის შედეგად, საქართველო და სერბეთის რესპუბლიკა ასევე გააგრძელებენ წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა ვლადიმირ ორლიჩმა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურებაა. მისივე თქმით, სერბეთი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს სრულად უჭერს მხარს.
„სერბეთი მხარს უჭერს და აღიარებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა მოგილოცოთ რასაც მიაღწიეთ ჩვენი საერთო ევროპული მომავლის გზაზე. დარწმუნებული ვარ რეფორმები, რომელზეც მუშაობთ, იქნება წარმატებული, ის პროგრესი, რომელიც გაქვთ ევროპულ გზაზე, იქნება ადეკვატურად შეფასებული ევროკავშირის მიერ და თქვენ გახდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. თქვენ ამ გზაზე, შეგიძლიათ ყოველთვის, ყოველგვარი დათქმის გარეშე გქონდეთ სერბეთს მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა ორლიჩმა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მიხეილ სააკაშვილი - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად
18:0002.06.23
-
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა
17:4002.06.23
-
უცხოპლანეტელების მიერ აფხაზეთის დასახლების სეზონი
17:2002.06.23
-
უცხოპლანეტელების მიერ აფხაზეთის დასახლების სეზონი
17:0002.06.23
-
ვახტანგ გომელაური მარკ კლეიტონს შეხვდა
16:4002.06.23
-
16:2002.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
16:0002.06.23
-
თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
15:4002.06.23
-
15:2002.06.23
-
ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის ბაზაზე მე-3 თვითმფრინავი დაამატა
15:0002.06.23
-
14:4002.06.23
-
14:2002.06.23
-
14:0002.06.23
-
13:3002.06.23
-
ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლოს ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული
13:0002.06.23
-
12:4002.06.23
-
12:2002.06.23
-
12:0002.06.23
-
“უკრაინის ომში რუსეთის მოკავშირე არ ვართ” – ფაშინიანი
11:4002.06.23
-
კიშინიოვის ფორმატი სეპარატიზმის ლიკვიდაციისთვის!
11:2002.06.23
-
კიშინიოვის ფორმატი სეპარატიზმის ლიკვიდაციისთვის!
11:0002.06.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
10:4002.06.23
-
10:2002.06.23
-
10:0002.06.23
-
18:0001.06.23
-
17:4001.06.23
-
17:2001.06.23
-
17:0001.06.23
-
16:4001.06.23
-
პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
16:2001.06.23
-
16:0001.06.23
-
“საქართველო ნეიტრალური და მიუკერძოებელია” – პრემიერი სომხეთსა და აზერბაიჯანზე
15:3001.06.23
-
გივი მიქანაძე საქართველოში ვატიკანის ელჩს შეხვდა
15:0001.06.23
-
სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩს გაპრეზიდენტებას ულოცავს
14:3001.06.23
-
14:0001.06.23
-
13:4001.06.23