პოლიტიკა
20.03.23 17:20
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ უწყება არაა წინააღმდეგი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის პროცესში პოლონელი სპეციალისტები ჩაერთონ.
თუმცა მინისტრი ამბობს, რომ ამ დრომდე სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მხრიდან არ შესულა შესაბამისი მიმართვა.
რატი ბრეგაძის თქმით, თუკი სააკაშვილი ან მისი ოჯახი მიმართავს უწყებას პოლონელი ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით და გადასცემს სპეციალისტების სიას, იუსტიციის სამინისტრო მათთვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან იშუამდგომლებს:
„დღეს, მთავრობის სხდომაზე წამოსვლამდე შუადღის პირველი საათის მდგომარეობით, კიდევ ერთხელ გადავამოწმე და მინდა თამამად გითხრათ, რომ ამ დროისთვის არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები.
კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, როგორც უშუალოდ მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე მისი ოჯახის წევრებს და საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტო, რომ სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას,“ — აცხადებს რატი ბრეგაძე.
მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვების მოთხოვნით დღეს, 20 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც. ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძის თქმით, ექიმების ქვეყანაში შემოშვება ხელოვნურად ფერხდება, რათა შესრულდეს პუტინის გეგმა, რომელიც ექსპრეზიდენტის ციხეში მკვლელობას გულისხმობს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია „მთავარ არხთან“ აცხადებს, რომ სააკაშვილმა გუშინ, 19 მარტს კიდევ ერთხელ დაკარგა გონება. პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით კი ალასანიას თქმით, ის ინფორმაციას არ ფლობს:
„მე არავინ ანგარიშს არ მაბარებს, ის იქ წევს და გადაწყვეტილებას სხვები იღებენ,“ — აცხადებს გიული ალასანია.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მიხეილ სააკაშვილი - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად
18:0002.06.23
-
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა
17:4002.06.23
-
უცხოპლანეტელების მიერ აფხაზეთის დასახლების სეზონი
17:2002.06.23
-
უცხოპლანეტელების მიერ აფხაზეთის დასახლების სეზონი
17:0002.06.23
-
ვახტანგ გომელაური მარკ კლეიტონს შეხვდა
16:4002.06.23
-
16:2002.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
16:0002.06.23
-
თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
15:4002.06.23
-
15:2002.06.23
-
ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის ბაზაზე მე-3 თვითმფრინავი დაამატა
15:0002.06.23
-
14:4002.06.23
-
14:2002.06.23
-
14:0002.06.23
-
13:3002.06.23
-
ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლოს ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული
13:0002.06.23
-
12:4002.06.23
-
12:2002.06.23
-
12:0002.06.23
-
“უკრაინის ომში რუსეთის მოკავშირე არ ვართ” – ფაშინიანი
11:4002.06.23
-
კიშინიოვის ფორმატი სეპარატიზმის ლიკვიდაციისთვის!
11:2002.06.23
-
კიშინიოვის ფორმატი სეპარატიზმის ლიკვიდაციისთვის!
11:0002.06.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
10:4002.06.23
-
10:2002.06.23
-
10:0002.06.23
-
18:0001.06.23
-
17:4001.06.23
-
17:2001.06.23
-
17:0001.06.23
-
16:4001.06.23
-
პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
16:2001.06.23
-
16:0001.06.23
-
“საქართველო ნეიტრალური და მიუკერძოებელია” – პრემიერი სომხეთსა და აზერბაიჯანზე
15:3001.06.23
-
გივი მიქანაძე საქართველოში ვატიკანის ელჩს შეხვდა
15:0001.06.23
-
სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩს გაპრეზიდენტებას ულოცავს
14:3001.06.23
-
14:0001.06.23
-
13:4001.06.23