პოლიტიკა

სერგეი ლავროვი - ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე - ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს შემოერთებაზე, თბილისისთვის კარი ღია რჩება

21.03.23 10:00


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც თბილისისთვის კარი ღია რჩება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ლავროვის თქმით, დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს 3+3 ფორმატის ძირის გამოთხრაზე.

 

„ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში [3+3] შემოერთებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა შედგა, თბილისისთვის კარი ღია რჩება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე", - განაცხადა ლავროვმა ორშაბათს პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები