პოლიტიკა
21.03.23 13:40
გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერი ფრენკ მორშელი, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ახალი დაცული ტერიტორიების - რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის, შიდა ქართლის დაცული ტერიტორიების განვითარების საკითხები განიხილეს.
„დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიის მთავრობა და გერმანიის განვითარების ბანკი მრავალი წელია მხარს გვიჭერს დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით. ახალი პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის 2022 წელს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების სააგენტომ 16, 250 მილიონი ევროს ღირებულების გრანტი მიიღო ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარებისთვის. საგრანტო პროექტი 6 წლის განმავლობაში განხორციელდება.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მონიტორინგის გაუმჯობესების საკითხები წარმოადგენს. ასევე, გათვალისწინებულია მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება, ეკოტურიზმის განვითარება, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება. პროექტის საკონსულტაციო მომსახურებას „GOPA Consultants“ განახორციელებს, რომელიც წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით.
„პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება როგორც ინფრასტრუქტურის განვითარება, ისე სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება, რომელიც სარგებელს მოუტანს ახალი დაცული ტერიტორიების მიმდებარე მოსახლეობას“, - განაცხადა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერმა, ფრენკ მორშელმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მიხეილ სააკაშვილი - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად
18:0002.06.23
-
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა
17:4002.06.23
-
უცხოპლანეტელების მიერ აფხაზეთის დასახლების სეზონი
17:2002.06.23
-
უცხოპლანეტელების მიერ აფხაზეთის დასახლების სეზონი
17:0002.06.23
-
ვახტანგ გომელაური მარკ კლეიტონს შეხვდა
16:4002.06.23
-
16:2002.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
16:0002.06.23
-
თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
15:4002.06.23
-
15:2002.06.23
-
ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის ბაზაზე მე-3 თვითმფრინავი დაამატა
15:0002.06.23
-
14:4002.06.23
-
14:2002.06.23
-
14:0002.06.23
-
13:3002.06.23
-
ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლოს ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული
13:0002.06.23
-
12:4002.06.23
-
12:2002.06.23
-
12:0002.06.23
-
“უკრაინის ომში რუსეთის მოკავშირე არ ვართ” – ფაშინიანი
11:4002.06.23
-
კიშინიოვის ფორმატი სეპარატიზმის ლიკვიდაციისთვის!
11:2002.06.23
-
კიშინიოვის ფორმატი სეპარატიზმის ლიკვიდაციისთვის!
11:0002.06.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
10:4002.06.23
-
10:2002.06.23
-
10:0002.06.23
-
18:0001.06.23
-
17:4001.06.23
-
17:2001.06.23
-
17:0001.06.23
-
16:4001.06.23
-
პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
16:2001.06.23
-
16:0001.06.23
-
“საქართველო ნეიტრალური და მიუკერძოებელია” – პრემიერი სომხეთსა და აზერბაიჯანზე
15:3001.06.23
-
გივი მიქანაძე საქართველოში ვატიკანის ელჩს შეხვდა
15:0001.06.23
-
სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩს გაპრეზიდენტებას ულოცავს
14:3001.06.23
-
14:0001.06.23
-
13:4001.06.23