პოლიტიკა

შეწყვიტეთ ამ კანონზე საუბარი, თორემ უარეს მიიღებთ - ჩარკვიანი „ოცნებას“

21.03.23 16:00


„შეწყვიტეთ ამ კანონზე საუბარი, თორემ უარეს მიიღებთ“, - ასე მიმართა პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

 

მისი თქმით, სირცხვილია, რომ ფარცხალაძის ქვეყანაში ნიკა გვარამია ციხეში ზის. 

 

„მთელი საქართველო თქვენ წინააღმდეგ გამოვიდა და გითხრათ, არ ხართ მართლები. იმის მაგივრად, დაფიქრდეთ, გეუხერხულებათ და გინდათ ამტკიცოთ, ერთხელ რომ დააჭირეთ და მერე გადმოაჭირეთ, რომელიღაცა აქედან იყო სწორი. სწორი არის ის, რაზედაც ხალხმა მიგითითათ. ხალხნო, ფარცხალაძის ქვეყანაში ნიკა გვარამია რომ ზის ციხეში, რა უხერხულია არა?! დღეს ზის {ციხეში} ნიკა გვარამია, დღეს „ფორმულას“ მიადექით, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ასე არ შეიძლება, ახლა დაფიქრების დროა.

 

ეპითეტებით - უნამუსო, უსინდისო, ნაყიდი ახალგაზრდობა - ამით აყენებთ თქვენ შეურაცხყოფას იმ ათიათასობით ახალგაზრდას, რომელიც მედასავლეთეა და ქვეყანას არ დაგითმობთ. შეწყვიტეთ ამ კანონზე საუბარი, თორემ უარეს მიიღებთ. თქვენი სასაუბრო არ არის ვინმეს კორუფცია! მიხედეთ მეტყველებას, როგორ ბედავთ დაემუქროთ ვიღაცებს! - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები