ალიევმა აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

25.05.16 17:15


პრეზინდეტ ილჰამ ალიევის განკარგულებით, აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 1 ნოემბერს დაინიშნა.

"ნოემბერში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება შეფასდება როგორც დადებითი ნაბიჯი აზერბაიჯანის დემოკრატიული განვითარების გზაზე", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა აზერბაიჯანში რობერტ სეკუტამ მმართველ პარტია "ახალი აზერბაიჯანის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ.

ბოლო საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2010 წლის 7 ნოემბერს ჩატარდა. მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა ის მშვიდობიან გარემოში ჩატარდა.

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები