ეკონომიკა

ლარი კვლავ ეცემა - ,,ეროვნული ბანკი ბიუჯეტის დეფიციტს აფინანსებს და საკრედიტო ექსპანსიას ეწევა“

10.11.16 20:50


ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკას აფასებს. გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას ხელს უწყობს. მისი განცხადებით, სებ-მა დღეს რეფინანსირების აუქციონზე ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა და 1,35 მილიარდი ლარი გაასესხა:

"ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების აუქციონზე ისტორიული მაქსიმუმი დაამყარა: 1,35 მილიარდი ლარი გაასესხა. ეს არის ე. წ. ფართე ფულის, M2-ის 22 პროცენტი. როდესაც კომერციულ ბანკებს ერთბაშად ამ მოცულობის რესურსი სჭირდებათ, ეს მიუთითებს ფინანსური სისტემის სერიოზულ დაავადებაზე. ბანკებს 2 მილიარდი ლარი აქვთ გასესხებული მთავრობაზე და მოკლევადიან მოთხოვნებს ეროვნული ბანკი უპრობლემოდ უკმაყოფილებთ, რომელიც თავისი განმეორებადობით უკვე გრძელვადიანი სესხის ტოლფასია. გუშინ, მთავრობამ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი საშინაო ვალის შესახებ და დამატებით 33 მილიონი ლარი აიღო.

აუქციონზე 50 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებები გამოიტანა, მაგრამ ყველა ვერ გაყიდა.
არ ეყოთ ფული ბანკებს. სამაგიეროდ, აგერ, ეროვნულმა ბანკმა დაასაჩუქრა დღეს კომერციული ბანკები. ამ ფულის ნაწილი აუცილებლად მოხვდება სავალუტო ბირჟაზე, ნაწილი კი სახაზინო ვალდებულებების მორიგ აუქციონზე აღმოჩნდება. მოკლედ, აფინანსებს ეროვნული ბანკი ბიუჯეტის დეფიციტს და ეწევა საკრედიტო ექსპანსიას, რითაც ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას. და ბოლოს, მიდინარე თვეში ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი. დროის მესამედი გავიდა და დახარჯულია მხოლოდ 88 მილიონი. არათანაბარზომიერ ხარჯვას თუ რა მოსდევს, ეს უკვე ვისწავლეთ და საკუთარ თავზეც გამოვცადეთ ამ მთავრობის ხელში", - წერს რომან გოცირიძე.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები