პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი - ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ვიმსჯელებთ სამომავლო ერთობლივ აქტივობებზე

23.03.23 10:40


ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ვიმსჯელებთ მიმდინარე დღის წესრიგსა და იმ აქტივობებზე, რომლებიც მომავალში ერთობლივად გვექნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

 

დარჩიაშვილის თქმით, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი გრძელდება.

 

„ეს არის ტრადიციული, ყოველწლიური ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ყოველი წლის განმავლობაში, ჩვენი მომავალი თანამშრომლობის გეგმებს ვსახავთ. წინა წლის მადრიდის სამიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველომ მიიღო ალიანსისგან, ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან. ამან მისცა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას ახალი, მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იმპულსი. ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი გრძელდება. სწორედ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ვიმსჯელებთ მიმდინარე დღის წესრიგსა და იმ აქტივობებზე, რომლებიც ჩვენ ერთობლივად გვექნება მომავალში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები