პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სწორედ სააკაშვილის მეგობრები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, უბიძგებენ მას თვითდაზიანებისკენ, სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი მეგობარი ქართული სახელმწიფოა

23.03.23 11:00


ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, კლინიკისა და პაციენტის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ექიმებს უნდათ, რომ ის იყოს ძლიერი და ჯანმრთელი, პაციენტს კი უნდა რაც შეიძლება დასუსტდეს, რომ რამენაირად შექმნას გარემოება მისი გათავისუფლების, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ვივამედის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.

 

„ყველაფერი ხელისგულზე დევს - იუსტიციის სამინისტროს განცხადება, რომლის გამეორებაც უწყებას რამდენჯერმე მოუწია - ოჯახი ვისაც დაადებს ხელს, რომელ ექიმსაც, იუსტიციის სამინისტრო ამას უზრუნველყოფს. ამასთან, ის არის პატიმარი, რომელთანაც ყველაზე მეტი ვიზიტორია შესული. ასე რომ, აქ რაიმე შეზღუდვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ასევე, ტყუილი აღმოჩნდა წამება, მოწამვლა, არასათანადო მოპყრობა. ვერცერთი ფაქტი ვერ თქვეს გარდა იმ განცხადებებისა, რომელიც გამოჰქონდათ პოლიტიკოსებს. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, კლინიკისა და პაციენტის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ექიმებს უნდათ, რომ ის იყოს ძლიერი და ჯანმრთელი, პაციენტს კი უნდა ის რაც შეიძლება დასუსტდეს, რომ რამენაირად შექმნას გარემოება მისი გათავისუფლების. ასევე სახელმწიფოს შემთხვევაშიც - სახელმწიფოს უნდა ის იყოს ჯანმრთელი, იმისთვის, რომ მოიხადოს ის 5 თუ 6 წელი, რაც მოსახდელი დარჩა. მას კი არ უნდა ამ 5 წლის მოხდა და აკეთებს ყველაფერს, რომ თავი დაიზიანოს.

 

მას აქვს თვითდაზიანების რეჟიმი და ამაში უკვე რწმუნდება და მეორე, მისი ფარისეველი მეგობრები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც მას აქეზებენ, რომ თავი დაიზიანოს. ქვეყნის გარეთ მისი მეგობრები, ევროპარლამენტში იქნება თუ სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ მის ვითომ დახსნის შესახებ, აძლევენ მას იმედს, რომ აი, დღე დღეზე, აი ცოტაც, აი ცოტა კიდევ დაიკელი, ცოტა კიდევ დაიზიანე თავი და ჩვენ გიხსნით. ისინი უბიძგებენ მას თვითდაზიანებისკენ, სინამდვილეში კი ისინი არიან ყველაზე ნაკლები მეგობრები მისი, როგორც ადამიანის და სინამდვილეში ყველაზე დიდი მეგობარი მიხეილ სააკაშვილის დღეს არიან ექიმები და ქართული სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რომ მან უარი თქვას თვითდაზიანებაზე და იყოს ჯანმრთელი. ის მეგობრები, რომლებიც მას ამისკენ უბიძგებენ, იგივე მეგობრები არიან, რომლებიც მას, როგორც დამნაშავეს იფარებდნენ ევროკავშირში. საქართველო გაწირეს მიხეილ სააკაშვილის ქართველმა და უცხოელმა მეგობრებმა იმ არეულობისთვის, რაც დაგეგმილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს თავისი შემოპარვით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კლინიკა „ვივამედი“ აცხადებს, რომ „იძულებული ხდება მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა“.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები