პოლიტიკა
23.03.23 12:40
არასამთავრობო ორგანიზაციები სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი განცხადებით მიმართავენ, რომ საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შუალედური შეფასება საჯარო და ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული მხარეებისთვის, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
ორგანიზაციების განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი გულისმობს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართული იყოს.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და, შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ ზედამხედველობას უწევს ხელისუფლების მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას 2023 წლის გაზაფხულზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შუალედური შეფასება მოამზადოს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ძალიან დაეხმარება საქართველოსა და მის პარტნიორებს დაინახონ თუ რა ეტაპზეა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჩართულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში, მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პრიორიტეტების შესრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
ღია საზოგადოების ფონდი
კავშირი საფარი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
თბილისი პრაიდი
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
მწვანე ალტერნატივა
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტს შეხვდა
18:0007.06.23
-
17:3007.06.23
-
17:0007.06.23
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
16:3007.06.23
-
16:0007.06.23
-
თბილისის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა
15:3007.06.23
-
15:0007.06.23
-
საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახმაჯასთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს
14:3007.06.23
-
14:0007.06.23
-
13:2007.06.23
-
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 8 ივნისს იწყება
13:0007.06.23
-
12:4007.06.23
-
ოპოზიციური გაერთიანება “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე — ჯაფარიძის პოზიცია
12:2007.06.23
-
12:0007.06.23
-
11:4007.06.23
-
11:2007.06.23
-
11:0007.06.23
-
დღეს შალვა პაპუაშვილი საფრანგეთს ეწვევა
10:4007.06.23
-
„ოცნების“ ახალი საგანგებო განცხადება სალომე ზურაბიშვილზე
10:2007.06.23
-
ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს
10:0007.06.23
-
18:0006.06.23
-
გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
17:4006.06.23
-
17:2006.06.23
-
ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს რობინ ვაგენერს შეხვდა
17:0006.06.23
-
16:4006.06.23
-
16:2006.06.23
-
„ეს იყო ტრადიციული, ქართული „ღადავი“ - რომან გოცირიძე ხაბეიშვილის შეთავაზებაზე
16:0006.06.23
-
სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა
15:3006.06.23
-
15:0006.06.23
-
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამვილად არ არის არჩევნებში მოგების გასაღები - ხატია დეკანოიძე
14:4006.06.23
-
14:2006.06.23
-
14:0006.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, სამაგალითოდ დაისჯება
13:4006.06.23
-
13:2006.06.23
-
თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
13:0006.06.23
-
12:4006.06.23