პოლიტიკა
23.03.23 13:20
შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებულ სტრატეგიას ივნისისთვის წარდვადგენთ, ყურადღება იქნება გამახვილებული უსაფრთხოების ასპექტებზე, პოლიტიკური ჩართულობის, ეკონომიკური თანამშრომლობის წახალისებაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
მოსმენაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ უფრო კოორდინირებული სტრატეგიის არსებობა მნიშვნლოვანი იქნება.
„უკრაინაში შეჭრამ, საზღვაო მარშრუტების დახურვამ და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე გავლენამ გამოკვეთა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონი. ჩვენ თავდაცვის ბოლო ფინანსურ კანონპროექტში ადმინისტრაციას ვთხოვეთ, განევითარებინა ყოვლისმომცველი მიდგომა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. ვფიქრობ, ეს უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, რომელიც ვნახეთ, რომ გაწერილია, არამედ ასევე ეკონომიკურ და დემოკრატიულ მხარდაჭერას იმისთვის, რაც რეგიონში ხდება“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
სენატორის საპასუხოდ, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ აღნიშნულ სტრატეგიას ივნისისთვის წარადგენენ.
„სავსებით გეთანხმებით, ეს მოითხოვს და ჩვენ ფოკუსირებულები ვართ უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. ის კალიფორნიაზე დიდია, ექვს ქვეყანას მოიცავს და სამი მათგანი ნატო-ს მოკავშირეა. სხვები კი, როგორიცაა მაგალითად უკრაინა, აშშ-ის მნიშვნელოვანი მეგობრები არიან. სტრატეგიაში ყურადღება იქნება გამახვილებული არა მხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ პოლიტიკური ჩართულობის, ეკონომიკური თანამშრომლობის წახალისებაზე, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაზე, რაც ყველა ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც დემოკრატიული სიმკტიცის გაძლიერებაზე, რადგან ისინი გამოწვევებით სავსე სამეზობლოში არიან“, – აღნიშნა ბლინკენმა.
სენატორ შაჰინის თქმით, შავი ზღვის რეგიონში დიდი ინტერესით უყურებენ აშშ-ის მხრიდან რეგიონის მიმართ ყოვლისმომცველ მიდგომას.
„მე ვიმყოფებოდი რეგიონში, რუმინეთშიც და საქართველოშიც თებერვლის ბოლოს. იყო დიდი ინტერესი იმის მიმართ, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ რეგიონის მიმართ უფრო ყოვლისმომცველ მიდგომას და განვიხილავთ ეკონომიკურ პოტენციალს. საქართველოში შუა დერეფანს განიხილავენ, როგორც რუსეთის გვერდის ავლის შესაძლებლობას ენერგეტიკის თვალსაზრისით. როდესაც საქართველოს მსგავს ქვეყნებს ვუყურებთ, იმედგაცრუებული ვარ მთავრობის უკუსვლით, მაგრამ ხალხი ძალიან მკაფიოდ ერთგულია ევროპისა და ნატო-სი . ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია მათი უკეთ მხარდაჭერა. ჩვენმა ელჩმა დეგნანმა შესანიშნავი სამუშაო გასწია იქ. როგორც მე ვუთხარი კომიტეტის თავმჯდომარეს, იმაზე ფიქრისას, თუ სად განვათავსოთ განვითარების ფინანსური კორპორაციის ოფისი ამ რეგიონში, ვფიქრობ, საქართველოს ამისთვის აქვს გარკვეული პოტენციალი. ეს არის ის, რაც შეიძლება, ძალიან მნივნელოვანი იყოს“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5972 ლარი გახდა
18:0031.05.23
-
17:3031.05.23
-
17:0031.05.23
-
საბელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ღია სივრცეში გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზარდა
16:3031.05.23
-
16:0031.05.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გაემგზავრა
15:4031.05.23
-
გიორგი ბოტკოველი - ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ პუტინის გზავნილები გააჟღერა
15:2031.05.23
-
15:0031.05.23
-
14:4031.05.23
-
14:2031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
14:0031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
13:4031.05.23
-
13:2031.05.23
-
პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს გამოვა
13:0031.05.23
-
გივი მიქანაძე: ისრაელის სახელმწიფო არის საქართველოს გულითადი მეგობარი და საიმედო პარტნიორი
12:4031.05.23
-
რატომ არ იმართება აქციები სომხეთში ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებაზე
12:2031.05.23
-
ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს
12:0031.05.23
-
11:4031.05.23
-
11:2031.05.23
-
ანრი ოხანაშვილი: სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობას არ დავიწყებთ
11:0031.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ურყევია ქართველი ხალხის ნება, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს
10:4031.05.23
-
10:2031.05.23
-
10:0031.05.23
-
18:0030.05.23
-
17:4030.05.23
-
17:2030.05.23
-
17:0030.05.23
-
16:4030.05.23
-
სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდა
16:2030.05.23
-
მამუკა მდინარაძე: კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველ რიგში საქართველოა
16:0030.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა
15:4030.05.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკ კოლეგას ბრატისლავაში, გლობსეკის ფორუმის ფარგლებში შეხვდა
15:2030.05.23
-
თინათინ ბოკუჩავა: საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია
15:0030.05.23
-
14:4030.05.23
-
14:2030.05.23
-
14:0030.05.23