პოლიტიკა
23.03.23 14:30
ვფიქრობ, ძალიან სწორი დროა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება ბრიუსელში და ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე ნატო-საც, პარალელური პროცესია ჩვენი მომავალი წევრობის, ევროინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით, ისევე როგორც რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაძლიერების მხრივ, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის თქმით, საქართველო არის და რჩება ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს პარტნიორად.
„ჩვენ ურთულესი წელი გვაქვს, არანაკლებ რთული, ვიდრე გასული წელი, დაგეგმილია სამიტი, დაგეგმილია მინისტერიალები. ჩვენ ყველგან ვიქნებით, რა დონეზე და რა ფორმატში წარმოდგენილი, ამას უკვე დრო გვაჩვენებს, მაგრამ იმ გლობალურ გამოწვევებს, რაც ყველას უდგას და მათ შორის ჩვენს ქვეყანას, ბუნებრივია, ყურადღება სჭრიდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინაა ნომერ პირველი თემა, ასევე სხვა რეგიონული თემები, როგორიც არის მაგალითად ჩინეთთან მიმართებაში გამოწვევები, საქართველო არის და რჩება ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს პარტნიორად. ეს ასახულია გასული წლის მადრიდის სამიტის ახალ კონცეპტუალურ დოკუმენტში, რამდენიმე დღის წინ ამაზე ისაუბრა თავის ყოველწლიურ რეპორტში ნათო-ს გენერალურმა მდივანმა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება, ურთიერთთავსებადობა ალიანსთან და რა თქმა უნდა, დემოკრატიული პროცესები მომავალი ინტეგრაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა დოლიძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 397
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტს შეხვდა
18:0007.06.23
-
17:3007.06.23
-
17:0007.06.23
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
16:3007.06.23
-
16:0007.06.23
-
თბილისის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა
15:3007.06.23
-
15:0007.06.23
-
საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახმაჯასთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს
14:3007.06.23
-
14:0007.06.23
-
13:2007.06.23
-
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 8 ივნისს იწყება
13:0007.06.23
-
12:4007.06.23
-
ოპოზიციური გაერთიანება “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე — ჯაფარიძის პოზიცია
12:2007.06.23
-
12:0007.06.23
-
11:4007.06.23
-
11:2007.06.23
-
11:0007.06.23
-
დღეს შალვა პაპუაშვილი საფრანგეთს ეწვევა
10:4007.06.23
-
„ოცნების“ ახალი საგანგებო განცხადება სალომე ზურაბიშვილზე
10:2007.06.23
-
ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს
10:0007.06.23
-
18:0006.06.23
-
გიორგი ამილახვარმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
17:4006.06.23
-
17:2006.06.23
-
ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს რობინ ვაგენერს შეხვდა
17:0006.06.23
-
16:4006.06.23
-
16:2006.06.23
-
„ეს იყო ტრადიციული, ქართული „ღადავი“ - რომან გოცირიძე ხაბეიშვილის შეთავაზებაზე
16:0006.06.23
-
სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა
15:3006.06.23
-
15:0006.06.23
-
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამვილად არ არის არჩევნებში მოგების გასაღები - ხატია დეკანოიძე
14:4006.06.23
-
14:2006.06.23
-
14:0006.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს, სამაგალითოდ დაისჯება
13:4006.06.23
-
13:2006.06.23
-
თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
13:0006.06.23
-
12:4006.06.23