პოლიტიკა
23.03.23 15:00
„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა რუსეთის ფედერაციისთვის საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის საბაჟო სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციების დარღვევის არცერთი შემთხვევა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს საქართველოში.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.
„აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, სანქციების დაწესების პირველი დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია. მისი თქმით, საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის 2-მა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი. პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად, მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკურ ოპერატორებთან, რაც მნიშვნელოვანია პრევენციის კუთხით.
„ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგად - მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული საქონელი, ძირითადად, წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელს.
როგორც აღინიშნა, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის ესაჭიროება სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა თავდაცვის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ. მსგავსი ნებართვის გაცემა საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეჩერებულია და შესაბამისად, არ გაცემულა არც ერთი ნებართვა. ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის, ექსპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ცხადია, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5972 ლარი გახდა
18:0031.05.23
-
17:3031.05.23
-
17:0031.05.23
-
საბელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ღია სივრცეში გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზარდა
16:3031.05.23
-
16:0031.05.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გაემგზავრა
15:4031.05.23
-
გიორგი ბოტკოველი - ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ პუტინის გზავნილები გააჟღერა
15:2031.05.23
-
15:0031.05.23
-
14:4031.05.23
-
14:2031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
14:0031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
13:4031.05.23
-
13:2031.05.23
-
პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს გამოვა
13:0031.05.23
-
გივი მიქანაძე: ისრაელის სახელმწიფო არის საქართველოს გულითადი მეგობარი და საიმედო პარტნიორი
12:4031.05.23
-
რატომ არ იმართება აქციები სომხეთში ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებაზე
12:2031.05.23
-
ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს
12:0031.05.23
-
11:4031.05.23
-
11:2031.05.23
-
ანრი ოხანაშვილი: სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობას არ დავიწყებთ
11:0031.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ურყევია ქართველი ხალხის ნება, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს
10:4031.05.23
-
10:2031.05.23
-
10:0031.05.23
-
18:0030.05.23
-
17:4030.05.23
-
17:2030.05.23
-
17:0030.05.23
-
16:4030.05.23
-
სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდა
16:2030.05.23
-
მამუკა მდინარაძე: კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველ რიგში საქართველოა
16:0030.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა
15:4030.05.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკ კოლეგას ბრატისლავაში, გლობსეკის ფორუმის ფარგლებში შეხვდა
15:2030.05.23
-
თინათინ ბოკუჩავა: საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია
15:0030.05.23
-
14:4030.05.23
-
14:2030.05.23
-
14:0030.05.23