პოლიტიკა
24.03.23 15:00
პრემიერო, რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე და არ დაურიგეთ თქვენ უმრავლესობას, რატომ არ დაიწყეთ საკუთარი გამოსვლა სიტყვებით – Mea culpa, რაც დამნაშავე ვარს ნიშნავს ლათინურად, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.
როგორც სამადაშვილმა განაცხადა, პრემიერმა ყველა გამოსვლა Mea culpa-თი უნდა დაიწყოს.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერ მიმართა, რომ გააგრძელოს ვიქტორ ორბანთან მეგობრობა.
„როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ხანდახან სწორ დროს, ასე, ამ კაცმა, რომელსაც ამ ქვეყნის სამარცხვინოდ ჰქვია დღეს პრემიერ-მინისტრი, დღეს ერთი სწორი რამ თქვა, რომ ქვეყნის მტრობაა ევროპული დღის წესრიგისთვის ხელის შეშლა. ეს თუ ასეა, თქვენ რატომ გქვიათ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობაში რატომ სხედან ეს ხალხი, იმიტომ, რომ თქვენი დამსახურებით და ქვეყნის მტრობით, ამ ქვეყანას დღეს არ აქვს კანდიდატის სტატუსი. ეს თუ სწორია, დღეს აქ, ამ დარბაზში რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე და არ დაურიგეთ თქვენს უმრავლესობას აქ, პარლამენტში, რატომ არ დაიწყეთ საკუთარი გამოსვლა Mea culpa-თი, სამჯერ უნდა დაიძახოთ – Mea culpa, დამნაშავე ვარს ნიშნავს ლათინურად.
ბატონო პრემიერო, დამნაშავე ხართ იმაში, რომ თქვენ უწოდეთ სატანისტები ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა. დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე, რადგან აქ ვერ გაბედავდი დგომას და საუბარს კანდიდატის სტატუსზე. დამნაშავე ვარ და მაპატიეთო უნდა გეთქვა უკრაინელებისთვის. რუსების მიერ მოკლული, გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის. აქ რომ სამარცხვინოდ გამოდიხარ და ნიშნის მოგებით საუბრობ, რომ უკრაინაში თურმე რა დღეში არიან და ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია უნდა აქ ვიღაცას. სამარცხვინო ადამიანი ხარ და უნდა დაიწყო ყველა გამოსვლა დამნაშავე ვარ, Mea culpa, Mea culpa, Mea culpa. ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახს და საკუთარ შვილებს, რადგან გიწევთ ამ სირცხვილით ცხოვრება თქვენ და ყველა თქვენგანს, რომ ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით. ახლა მინდა, გითხრათ, რატომ ვუსმენდით ამ სამარცხვინო გამოსვლას მშვიდად, იმიტომ, რომ ყველამ გაიგო უკვე თქვენი ლუბლიანკაზე დაწერილი ტყუილები. ამხანაგო ღარიბაშვილო, არავის აღარ სჯერა ამ ქვეყანაში. ძალიან მალე ევროკავშირი გამოაქვეყნებს საკუთარ შეფასებას და საჯაროდ გეტყვით იმას, რასაც დახურულ კარს მიღმა გეუბნებიან, რომ არცერთი მოთხოვნა არ შეგისრულებიათ და ტოვებთ ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის გარეშე. მერე სად გაიქცევით, მე არ ვიცი. ორბანთან მეგობრობა გააგრძელეთ“, – მიმართა პრემიერს სამადაშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5972 ლარი გახდა
18:0031.05.23
-
17:3031.05.23
-
17:0031.05.23
-
საბელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ღია სივრცეში გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზარდა
16:3031.05.23
-
16:0031.05.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გაემგზავრა
15:4031.05.23
-
გიორგი ბოტკოველი - ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ პუტინის გზავნილები გააჟღერა
15:2031.05.23
-
15:0031.05.23
-
14:4031.05.23
-
14:2031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
14:0031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
13:4031.05.23
-
13:2031.05.23
-
პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს გამოვა
13:0031.05.23
-
გივი მიქანაძე: ისრაელის სახელმწიფო არის საქართველოს გულითადი მეგობარი და საიმედო პარტნიორი
12:4031.05.23
-
რატომ არ იმართება აქციები სომხეთში ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებაზე
12:2031.05.23
-
ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს
12:0031.05.23
-
11:4031.05.23
-
11:2031.05.23
-
ანრი ოხანაშვილი: სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობას არ დავიწყებთ
11:0031.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ურყევია ქართველი ხალხის ნება, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს
10:4031.05.23
-
10:2031.05.23
-
10:0031.05.23
-
18:0030.05.23
-
17:4030.05.23
-
17:2030.05.23
-
17:0030.05.23
-
16:4030.05.23
-
სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდა
16:2030.05.23
-
მამუკა მდინარაძე: კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველ რიგში საქართველოა
16:0030.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა
15:4030.05.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკ კოლეგას ბრატისლავაში, გლობსეკის ფორუმის ფარგლებში შეხვდა
15:2030.05.23
-
თინათინ ბოკუჩავა: საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია
15:0030.05.23
-
14:4030.05.23
-
14:2030.05.23
-
14:0030.05.23