პოლიტიკა
24.03.23 16:00
ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს იყოს თქვენთვის არაპოპულარული სვლა, ეს იქნება უაღრესად სახელმწიფოებრივი, – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ჩარკვიანის თქმით, ეს იქნება სიმშვიდის მომტანი და ახალ ჯოჯოხეთს არ გამოიწვევს.
„ბატონო ირაკლი, შეიძლება, თქვენ გაგიკვირდეთ და მე არ ვარ დღეს მოსული სამტროდ. მინდა, ყველას ყურადღება მივიპყრო, მგონი, ამ დარბაზში მტრად ვექეცით უკვე ყველა ერთმანეთს, ეს ძალიან არ მომწონს. თქვენ წეღან ახსენეთ და მე მოვინიშნე, რომ ევროპარლამენტარებმა გვითხრესო, რომ სააკაშვილი ჩვენიაო, კი ბატონო, ხომ გითხრეს მათ სტატუსის წინ. დღეს მოვედი მხოლოდ ერთი რამის გამო და არ მრცხვენია, პირდაპირ გითხრათ, რომ თხოვნით მოვედი. მე არ შეგხვდით, განზრახ არ მოვითხოვე თქვენთან შეხვედრა, რომ მეც არ ჩამეგდო თავი უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ შემდეგ პოლიტიკური განხილვა მოჰყვება ხოლმე ამას არასწორი და სუბიექტური. ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადადოთ ყველაფერი, ერთად შეიკრიბოთ მთელი გუნდი, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს იყოს თქვენთვის არაპოპულარული სვლა, ეს იქნება უაღრესად, უკიდურესად სახელმწიფოებრივი, დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი.
რა გულწრფელობითაც ამას ვამბობ, ამის მტკიცება არ მჭირდება, არც იმაზე საუბარი მჭირდება თქვენთან, ვის მოიაზრებთ მეხუთე კოლონად, ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ. ბოლოს და ბოლოს, მთელი ცხოვრება მამაჩემი თავისუფლების ჰიმნს უწერდა ამ ქვეყანას, აი, მაშინ, ფოთოლიც რომ არ შრიალებდა კომუნისტების. მე ამაზე სასაუბროდ არ მოვედი, მე სიცრუეს ვისხლიტავ, არც ვიღებ, მაგრამ, რასაც მე გთხოვთ, იქნებ მიხვდეთ, რომ ეს იქნება სიმშვიდის მომტანი და ახალ ჯოჯოხეთს არ გამოიწვევს. თქვენ ხალხმა რუსთაველზე მიგითითათ გზა და ეს გზა არის დასავლეთი. მე არც იმის მეშინია, რომ ამ გზას ვინმე გადაუხვევს, სულ რომ სურვილი გქონდეთ, ვერ გადაუხვევს ამ გზას საქართველო“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24