პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა არის დასრულებული

24.03.23 16:40


ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა, რომელშიც მე გავატარე მრავალი წელი, რა თქმა უნდა, არის დასრულებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხატია დეკანოიძემ დღეს პარლამენტში განუცხადა.

 

„მიზეზი არის ის, რომ ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა ზოგადად, გაუმართლებელია და ვფიქრობ, ძველი პარადიგმა ახალ რეალობაში მაშინ, როდესაც სხვა მოცემულობაა და მრავალი წელი გავიდა, უბრალოდ არ იმუშავებს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ ის პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს მათ შორის თითოეულ ჩვენგანს, თავიდან ბოლომდე უნდა გავიაზროთ“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

 

23 მარტს დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიის დატოვებას აპირებდა და ამის მიზეზად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გააქტიურება და გირგვლიანის ქეისი დაასახელა, რომელი მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე „გირია“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები