ეკონომიკა

საქართველოში ციტრუსის მოსავალის აღება დაიწყო

11.11.16 14:35


აჭარაში ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელიც 2017 წლის 1 თებერვლამდე იმუშავებს, აცხადებენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

წინასწარო მონაცემებით, წელს ციტრუსის მოსავალი წინა წელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია — სავარაუდოდ 50-60ათასი ტონა. დაახლოებით 10 ათასი ტონა სამრეწველო გადამუშვებისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენი კი ექსპორტისთვის.

კომპანიებმა TCF GEORGIA და „აგროინვესტსერვისმა“ ციტრუსის მიღება ხუთშაბათს დაიწყეს, აჭარაში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ახალი საწარმო კი ექსპლუატაციაში 15 ნოემბრიდან შევა.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მანდარინის სამრეწველო გაადმუშავების სუბსიდირება წელსაც მოხდება — არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირების პროგრამა 25 ნოემბრიდან დაიწყება. არასტანდარტული მანდარინის მიღებას ამ დღიდან დაიწყებს კომპანია Georgian industrial Asset Management Group-იც სახელმწიფო 1 კილოგრამ ციტრუსზე 0,1 ლარს გადაიხდის, გარდა ამისა, დამატებით 0,1 ლარს შესაბამისად საწარმო გადაიხდის. სამრეწველო გადამუშვებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0,2 ლარია. სახელმწიფო პროგრამა 2017 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდება.

გასულ წელის ციტრუსის მოსავალმა დაახლოებით 100 ათასი ტონა შეადგინა. 12-13 ათასი ტონა საკონსერვო ქარხნებმა გადაამუშავეს, 35 ათასი ტონა კი ექსპორტზე გავიდა, რომელთაგან 75%-ზე მეტი რუსეთში გავიდა.

შარშან, მანდარინი რუსულ ბაზრებზე როგორც სახმელეთო გზით — „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამტარი პუნქტი, ისე ზღვით — ბათუმის პორტიდან ნოვოროსიისკში — შევიდა. გემი სახელწოდებით „მეგობრობა“ შავი ზღვის ბათუმის აკვატორიიდან ნოვოროსისკის პორტის მიმართულებით კვირაში ერთხელ, სამშაბათობით გადიოდა. მანდარინის ექსპორტი ასევე ხორციელდება უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში.

ტრადიციული ბაზრების გარდა, ციტრუსის ექსპორტითი ბალტიისპირეთის ქვეყნები და უზბეკეთია დაინტერესებული.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1342


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები