პოლიტიკა
27.03.23 10:20
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს ყველაფერს, რათა არა მხოლოდ ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, არამედ სხვადასხვა პარტიასა და მუნიციპალურ ორგანიზაციაში ახალგაზრდები თანამდებობის პირებად დაინიშნონ.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იდეა მეტი ახალგაზრდისთვის გზის გახსნა იყო და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გზად გააგრძელებს.
„თქვენ გარეშე წარმოუდგენელია, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი და წარმატებული იყოს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელსაც მე მომავალში ვხედავ არა მხოლოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკაში. თქვენ აქტიურები უნდა იყოთ. ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა ჩაერთოთ. კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობებზე უნდა იყოთ. როცა მეც ასეთ შეკრებებზე დავდიოდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომავალში ყველაზე ევროპული პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ვიქნებოდი.
მე მინდა მოგცეთ პირობა, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რათა პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს, ჭკვიანი, პატრიოტი და მებრძოლი ახალგაზრდები.
ბევრს, ალბათ, მუხლები უკანკალებს, როცა გხედავთ. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ სწორად უკანკალებთ მუხლები, რადგან მომავალი თქვენია. „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს ყველაფერს, რათა არა მხოლოდ ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, არამედ სხვადასხვა პარტიასა და მუნიციპალურ ორგანიზაციაში თანამდებობის პირები იყოთ.
მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, პროპაგანდა არ მოგერიოთ! ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც ჩვენ შორის ბარიერების გაჩენას ემსახურება. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იმის მესამედი მაინც გაუკეთებია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელ მიხეილ სააკაშვილს და ზოგს მისი სახელის გაგონებისაც ეშინია. პრეზიდენტ სააკაშვილის იდეა მეტი ახალგაზრდისთვის გზის გახსნა იყო და დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას გააგრძელებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5972 ლარი გახდა
18:0031.05.23
-
17:3031.05.23
-
17:0031.05.23
-
საბელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ღია სივრცეში გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზარდა
16:3031.05.23
-
16:0031.05.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გაემგზავრა
15:4031.05.23
-
გიორგი ბოტკოველი - ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ პუტინის გზავნილები გააჟღერა
15:2031.05.23
-
15:0031.05.23
-
14:4031.05.23
-
14:2031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
14:0031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
13:4031.05.23
-
13:2031.05.23
-
პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს გამოვა
13:0031.05.23
-
გივი მიქანაძე: ისრაელის სახელმწიფო არის საქართველოს გულითადი მეგობარი და საიმედო პარტნიორი
12:4031.05.23
-
რატომ არ იმართება აქციები სომხეთში ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებაზე
12:2031.05.23
-
ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს
12:0031.05.23
-
11:4031.05.23
-
11:2031.05.23
-
ანრი ოხანაშვილი: სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობას არ დავიწყებთ
11:0031.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ურყევია ქართველი ხალხის ნება, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს
10:4031.05.23
-
10:2031.05.23
-
10:0031.05.23
-
18:0030.05.23
-
17:4030.05.23
-
17:2030.05.23
-
17:0030.05.23
-
16:4030.05.23
-
სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდა
16:2030.05.23
-
მამუკა მდინარაძე: კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველ რიგში საქართველოა
16:0030.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა
15:4030.05.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკ კოლეგას ბრატისლავაში, გლობსეკის ფორუმის ფარგლებში შეხვდა
15:2030.05.23
-
თინათინ ბოკუჩავა: საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია
15:0030.05.23
-
14:4030.05.23
-
14:2030.05.23
-
14:0030.05.23