ეკონომიკა
27.03.23 14:20
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ქვესადგურის „გარდაბანი-500“ ტერიტორიაზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო.
სამინისროს ინფორმაციით, „გარდაბანი-500“ ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგურია. ზამთრის პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია იკლებს, თბოსადგურებისა და სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზების ხარჯზე, ქვესადგური საქართველოს ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის მოხმარების 60-70%-ს უზრუნველყოფს.
მასთან ერთად ქვესადგურში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და სს „საქრუსენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა ბაჩანა სულაძემ.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქვესადგურში მასშტაბური სამუშაოების განხორციელებამ ქვესადგურის გამტარუნარიანობის ზრდას ხელი შეუწყო.
„პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს შორის შესაძლებელი გახდება 1000 მგვტ სიმძლავრის შეუფერხებლად მიმოცვლა, როგორც ექსპორტ-იმპორტის, ასევე ტრანზიტის მიმართულებით“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მისი თქმით, პროექტის განხორციელება, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით, 20 მლნ ლარს შეადგენდა, აზერბაიჯანთან სინქრონული ოპერირების საიმედოობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ამასთან, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პროექტის დასრულება, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სტაბილურ ელექტრომომარაგებას.
2022 წლის დასასრულს, განხორციელდა ქვესადგური „გარდაბანი-500“-ის სრული რეკონსტრუქცია - მოეწყო 330 და 220 კვ. ახალი უჯრედები, ექსპლუატაციაში შევიდა 400 მგვტ. სიმძლავრის, 330 კვ. მეორე ავტოტრანსფორმატორი. სამუშაოები საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, 330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა. აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი ქვესადგურების „გარდაბანი-500“ და „აღსტაფა“ მეშვეობით ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 388
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5972 ლარი გახდა
18:0031.05.23
-
17:3031.05.23
-
17:0031.05.23
-
საბელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ღია სივრცეში გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზარდა
16:3031.05.23
-
16:0031.05.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გაემგზავრა
15:4031.05.23
-
გიორგი ბოტკოველი - ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ პუტინის გზავნილები გააჟღერა
15:2031.05.23
-
15:0031.05.23
-
14:4031.05.23
-
14:2031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
14:0031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
13:4031.05.23
-
13:2031.05.23
-
პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს გამოვა
13:0031.05.23
-
გივი მიქანაძე: ისრაელის სახელმწიფო არის საქართველოს გულითადი მეგობარი და საიმედო პარტნიორი
12:4031.05.23
-
რატომ არ იმართება აქციები სომხეთში ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებაზე
12:2031.05.23
-
ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს
12:0031.05.23
-
11:4031.05.23
-
11:2031.05.23
-
ანრი ოხანაშვილი: სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობას არ დავიწყებთ
11:0031.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ურყევია ქართველი ხალხის ნება, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს
10:4031.05.23
-
10:2031.05.23
-
10:0031.05.23
-
18:0030.05.23
-
17:4030.05.23
-
17:2030.05.23
-
17:0030.05.23
-
16:4030.05.23
-
სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდა
16:2030.05.23
-
მამუკა მდინარაძე: კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველ რიგში საქართველოა
16:0030.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა
15:4030.05.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკ კოლეგას ბრატისლავაში, გლობსეკის ფორუმის ფარგლებში შეხვდა
15:2030.05.23
-
თინათინ ბოკუჩავა: საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია
15:0030.05.23
-
14:4030.05.23
-
14:2030.05.23
-
14:0030.05.23