პოლიტიკა
27.03.23 17:00
ვფიქრობ, ხაზარაძეც იმიტომ აკეთებს ამ განცხადებებს, რომ ის კარგად ხვდება, ოპოზიციის ასეთი მიზანმიმართული, მტრული მუშაობა ქვეყნის წინააღმდეგ, შეწყნარებული ვერ იქნება, მათ შორის ვერც ევროპელი კოლეგების მხრიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე და ასევე, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები შეაფასა.
„ხაზარაძის განცხადება, პრაქტიკულად დასტურია და კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რასაც ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ამბობდა, რაზეც ვსაუბრობდით, მაგალითად, გასული წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილებისას, სამწუხაროდ, ძალიან აქტიურად იმუშავა ჩვენმა ოპოზიციამ, რათა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მომხდარიყო. წარმატება, რომელიც ქვეყანას ჰქონდა, არ ყოფილიყო ასოცირებული არ ყოფილიყო ამ ხელისუფლების წარმატებასთან. აბსოლუტურად მცდარია შეხედულება, როდესაც საუბრობენ მოსახლეობამ დაიმსახურა, ხელისუფლებამ ვერ დაიმსახურა. ქვეყანა იმსახურებს, რომელიც რა თქმა უნდა, ხალხისა და ხელისუფლებისგან შედგება.
ქალბატონი სამადაშვილი ამ ყველაფერში შემჩნეული იყო. პირადად მე არ გამოვრიცხავ, რომ სამადაშვილის რიტორიკაც ამ მიმართულებით შეიცვალოს. ვფიქრობ, ხაზარაძეც იმიტომ აკეთებს ამ განცხადებებს, რომ ის კარგად ხვდება, რომ ოპოზიციის ასეთი მიზანმიმართული, მტრული მუშაობა ქვეყნის წინააღმდეგ, შეწყნარებული ვერ იქნება, მათ შორის ვერც ევროპელი კოლეგების მხრიდან“, - განაცხადა სარჯველაძემ.
„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებობს პოზიცია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი, რასაც როგორც ხაზარაძე ამბობს, იგი არ ეთანხმება.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5972 ლარი გახდა
18:0031.05.23
-
17:3031.05.23
-
17:0031.05.23
-
საბელის ან ალიკაპის გარეშე ძაღლის ღია სივრცეში გაყვანაზე ჯარიმა 150 ლარამდე გაიზარდა
16:3031.05.23
-
16:0031.05.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გაემგზავრა
15:4031.05.23
-
გიორგი ბოტკოველი - ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ პუტინის გზავნილები გააჟღერა
15:2031.05.23
-
15:0031.05.23
-
14:4031.05.23
-
14:2031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
14:0031.05.23
-
სოხუმი, 2023 წლის 30 მაისი აფხაზები სეპარატისტული მარიონეტების წინააღმდეგ. ერთობლივი შიში მომავლისა
13:4031.05.23
-
13:2031.05.23
-
პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს გამოვა
13:0031.05.23
-
გივი მიქანაძე: ისრაელის სახელმწიფო არის საქართველოს გულითადი მეგობარი და საიმედო პარტნიორი
12:4031.05.23
-
რატომ არ იმართება აქციები სომხეთში ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებაზე
12:2031.05.23
-
ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას გეგმავს
12:0031.05.23
-
11:4031.05.23
-
11:2031.05.23
-
ანრი ოხანაშვილი: სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობას არ დავიწყებთ
11:0031.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ურყევია ქართველი ხალხის ნება, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს
10:4031.05.23
-
10:2031.05.23
-
10:0031.05.23
-
18:0030.05.23
-
17:4030.05.23
-
17:2030.05.23
-
17:0030.05.23
-
16:4030.05.23
-
სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდა
16:2030.05.23
-
მამუკა მდინარაძე: კანდიდატის სტატუსი თუ ვინმეს ეკუთვნის, პირველ რიგში საქართველოა
16:0030.05.23
-
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა
15:4030.05.23
-
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკ კოლეგას ბრატისლავაში, გლობსეკის ფორუმის ფარგლებში შეხვდა
15:2030.05.23
-
თინათინ ბოკუჩავა: საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია
15:0030.05.23
-
14:4030.05.23
-
14:2030.05.23
-
14:0030.05.23