ეკონომიკა
21.04.23 13:40
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან პოპულარული სატელევიზიო გადაცემების ჯგუფს მასპინძლობს. გადამღები ჯგუფის წევრები საქართველოს შესახებ ბალკანეთის სატელევიზიო არხებისთვის UNA, K1, Kitchen TV, EkoTV, insajder ვრცელ რეპორტაჟს ამზადებენ.
პრესტურის ფარგლებში სერბული მედიის წარმომადგენლები თბილისს, ალავერდს, თელავს, დავით გარეჯს, სტეფანწმინდას, ანანურს, გორს, ბორჯომს, ახალციხეს, აბასთუმანს, გოდერძის, ბათუმს, მტირალას ეროვნულ პარკს, პეტრას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, ქუთაისს, წყალტუბოს, პრომეთეს მღვიმეს, კაცხის სვეტს, ჭიათურას, საჩხერეს, გომს, დაშბაშის კანიონს, ფარავნის ტბას, ფოკის მონასტერს, საღამოს ტბას გადაიღებენ. მედიის წარმომადგენლები კატარღით გაისეირნებენ პალიასტომის ტბაზე და ზიპლაინით დაეშვებიან დაშბაშის კანიონზე. სატელევიზიო გადაცემა ქართულ კულტურას, სათავგადასავლო და ეკოტურიზმს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს დაეთმობა.
„სადაც უნდა ვიმოგზაურო, მუდამ საქართველოზე, ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და ქართველ ხალხზე ვსაუბრობ და ყველას, ჩემს მეგობრებსაც ვეუბნები, ეწვიონ საქართველოს. ჩვენ ვამზადებთ გადაცემას კულინარიისა და მოგზაურობის შესახებ და იმედი გვაქვს კიდევ უფრო მეტი ტურისტი იმოგზაურებს ბალკანეთის ქვეყნებიდან საქართველოში. რამდენიმე თვის წინ სერბეთში საქართველოს საელჩოსთან კონტაქტის შემდეგ იდეამდე მივედით, რომ საქართველოს შესახებ სამოგზაურო გადაცემა მოგვემზადებინა. საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გვეხმარება გადაღებების ორგანიზებაში. ვფიქრობ, ჩვენი გადაცემა საქართველოს პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს“, – აცხადებს გადამღები ჯგუფის წევრი მარკო მილიშევიჩი.
„მსახიობი ვარ სერბეთიდან. პირველად ჩამოვედი საქართველოში, რათა გადაცემა მოვამზადოთ ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ. ეს ჩემი პირველი დღეა და ძალიან შთამბეჭდავია, რომ სხვადასხვა კულტურის ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრობს ერთ ქალაქში, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ძალიან მშვიდობიანი გარემოა და ძალიან მეგობრული ხალხია, ბევრი სიმწვანეა და საოცარი ბუნება გაქვთ, ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილებაა და ძალიან მომწონს“, – ამბობს მსახიობი გორიცა რეგორდიჩი.
საქართველოს შესახებ სატელევიზიო გადაცემას სერბეთის, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, ასევე პოლონეთისა და გერმანიის მილიონობით ტელემაყურებელი იხილავს.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24