ეკონომიკა

საქართველოში გლობალური მეწარმეობის კვირეული გაიხსნა

14.11.16 19:40


თბილისში გლობალური მეწარმეობის კვირეულის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა.

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლიგიების განვითარების ცენტრში (ტექნოპარკი) გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის წევრები, 200 კერძო კომპანიის და ასევე დიპკორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტმა იან კელიმ აღნიშნა, რომ სამეწარმეო კვირეულის ფარგლებში დამწყებ ბიზნესმენებს შეუძლიათ გამოცდილი კოლეგებისგან ბევრი რამ ისწავლონ.

„საქართველოსთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ის ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარება, განსაკუთრებით ეს გამოცდილების გაზიარებას ეხება“, — განაცხადა ჟურნალისტებთან ამერიკელმა ბიზნესმენმა.

მეწარმეობის კვირეული — საერთაშორისო ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 160 ქვეყანას მოიცავს და მიზნად ისახავს მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ჩართულობას. პროექტი, რომელიც 14-20 ნოემბრის პერიოდში იმართება, მოწოდებულია ახალი სტარტაპების ჩაშვებისთვის ხელშეწყობაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ეკონომიკის ზრდასა და კეთილდღეობაზე. კვირეულის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა ფორუმები, პრეზენტაციები და ბიზნეს-მოლაპარაკებები გაიმართება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 7471


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები