ანალიტიკა

იუდას მორალი ანუ სომხური საქმე საქართველოში ნაწილი III

26.04.23 16:00


ქართველები რომ მამაცი და მეომარი, კეთილშობილი და ალალი ხალხის ღირსეული შთამომავლები არიან, იმ ალალი ხალხისა, რომელსაც ისტორია ალაროიდებს უწოდებს, ისტორიის ყოველი ფურცელი გვაუწყებს.

 

ჩემო მკითხველო, ილიას თქმისა არ იყოს, მეფე სვიმონი და საჩინო ბარათაშვილი ურღვევი ლოდებია საქართველოს ისტორიის საძირკველში ჩადუღაბებული და ვინ იცის კიდევ რამდენი... თუნდაც უსახელო, უგვარო თავშეწირვა ახსოვს სვეგამწარებულ საქართველოს...

 

ცოტა უკან თუ გადავიხედავთ, ისტორიის გზაწვრილზე დაახლოებით იგივე სახის ღალატს დავინახავთ: 1225 წლის აგვისტოს ცხელ დღეს, რომელიც გარნისის ბრძოლით შევიდა საქართველოსთვის დიდი ღალატის ისტორიაში. როგორც უკვე ვიცით დემეტრე პირველს ტახტი არ ემეტებოდა კანონიერი უფროსი ძისთვის, დავითისთვის და არც დავითის ძის დემეტრესთვის (დემნასთვის). დემეტრე პირველმა, რომელმაც ძმას, ცვატას თვალები დათხარა (ალბათ შური იძია მამაზე, დიდ დავით აღმაშენებელზე, დედამისი, სომხის ქალი რომ განუტევა) და მერე მოაკვლევინა, ესეც არ იკმარა, საკუთარი შვილის, დავითის სიკვდილშიც ბრალი დაიდო, როცა საამქვეყნოდ ყველაფერი საკუთარი სურვილისამებრ დასტოვა და ტახტზე საყვარელი შვილი გიორგი მესამედ წოდებული აიყვანა, ცოდვების მოსანანიებლად ეკლესიას მიაშურა, ბერად აღიკვეცა, ბრწყინვალე საგალობელი „შენ ხარ ვენახი დაგვიწერა“, რაც ძალიან საეჭვოა, ამდენი ცოდვებით დამძიმებული სული ვერ შესძლებდა ამ საგალობელის შექმნას იგი უფრო მისი დიდებული მამის დავით აღმაშენებლის ხელწერას ჰგავს, მოპარა მამას? არ ვიცით, თუ ასეა, შევუნდოთ მკითხველო, და შემდეგ მიიცვალა. გიორგი მესამემ სვიანად იმეფა დავითის აყვავებულ და გაძლიერებულ ქვეყანაში. ბევრი არაფერი ევალებოდა, საზღვრების დაცვა. მაგრამ... რაც მამამისმა თავისი სიბოროტით ვერ მოასწრო, მას დარჩა გასაკეთებელი, ტახტის კანონიერი მემკვიდრე დემნა ბატონიშვილი, უნიჭიერესი და კეთილშობილი რაინდი უნდა მოეცილებინა თავიდან.

 

გიორგი III-ს ცბიერება მოსდგამდა. ამ საქმის შესრულება არც ისე ადვილი იყო, რადგან აღმაშენებლის სამეფოში ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე ძლიერი ქართული არისტოკრატია, რომელთაც დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს დემეტრეს ცვატას დასჯის დროს. მაგრამ, მეფემ ყველაფერი ისე სწრაფად მოახდინა, რომ გიორგიმ მამის წარსული კარგად გააანალიზა და დროს მიანდო საქმე.. ქვეყანას მართავდა, ვითომც აღარ ახსოვდა მეფისთვისაც აუცილებელი კანონები და დარბაზის ერის განსჯადი თათბირები...

 

ყალყზე შედგა არისტოკრატია და მეფეს კანონიერი მეფის გამეფება მოსთხოვეს. ცბიერ გიორგის უკვე შემზადებული ჰქონდა პასუხი, ყველანი დილეგში ჩაყარა! ვინც ხმის ამოღება გაბედა. დემნას სიმამრი ანისის ერისთავი იყო ივანე ორბელიანი. სიძე-სიმამრი ციხეში გამაგრდნენ. მაგრამ კეთილშობილი დემნა ბიძის ცრუდაპირებამ მოატყუა და კრძალვით ეახლა. გულბოროტმა ბიძამ ულამაზესი ვაჟკაცი დაასაჭურისა და დილეგში ჩააგდო, ესეც არ იკმარა და მოაკვლევინა. ივანე ორბელიანმა უკან არ დაიხია, ცხარე ბრძოლა გაუმართა...

 

აი, აქ გამოთხარა გიორგი მესამემ სომეხი ქურთები და თავისი ფანტაზიის წყალობით, მხარგრძელებად შერაცხა ისინი. სწორედ ესენი და კიდევ მრავალი უგვარო გაიძვერა გამოიყენა ბილწი გულის მეფემ და ერთიანად ამოსწყვიტა უძველესი ქართული არისტოკრატული გვარები სამძივარები, შავლიანები, ემხვარები, ფარნავაზიანები და ორბელიანები. ორბელიანთა ნაწილმა სომხეთს შეაფარა თავი და გასომხდა!

 

სისხლი დუღდა საქართველოს სამეფო კარზე! არსებობს გადმოცემა, რომ მამას თამარმა დემნას სიკვდილი ბოლომდე არ აპატია და მომაკვდავი არ ინახულა! ასევე არსებობს გადმოცემა, რომ თამარი... ეს ნიჭით და კეთილშობილებით გამორჩეული წმინდა არსება, ჭეშმარიტი მართლ- მადიდებელი – ღამეებს ქისების ქსოვაში ატარებდა, დღე კი, თავის პირისფარეშს გასასყიდად ატანდა და აღებული ფულით სანთელს ანთებდა ეკლესიაში... ე. ი. სანთელს საკუთარი შრომის საფასით ყიდულობდა მამის ცოდვების გამოსასყიდად.

 

მაგრამ იმდენად დიდი იყო დემეტრეს და გიორგი მესამის მიერ ჩადენილი ცოდვები, თამარის ერთმა სიცოცხლემ ვერ შესძლო მათი გმაოსყიდვა... მამის სიკვდილის შემდეგ თამარმა წოდება და ღირსება აღუდგინა გადარჩენილ ქართულ არისტოკრატიას. მიიცვალა თამარი, შემდეგ ლაშა... რუსუდანის მეფობის დროს... 1225 წელს დვინის ჩრდილოეთით, ციხე გარნისთან ჯალალ ად დინის 200000-იანი მუსულმანური მხედრობის წინ საქართველოს ღირსებას იცავდნენ ძმები თორელები, ისტორიაში შალვა და ივანე ახალციხელებით ცნობილნი...

 

დაიმახსოვრე მკითხველო, აღმაშენებლის ბედნიერი საქართველოსთვის ყველაზე უბედური დღე მაშინ გათენდა! რუსუდანმა სამეფოს სეფე დროშა მთავარსარდალს ივანე ათაბაგს, მხარგრძელს გადასცა... ჟამთაღმწერელი სინანულით ამბობს: „ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი!“ ვისი შურდა ივანე მხარგრძელს? ის ხომ მეფის შემდეგ ყველაზე გავლენიანი კაცი იყო სამეფოში... მაგრამ... ჭეშმარიტი მამულიშვილების, თორელების შურდა მთავარსარდალს...

 

ღამე მშვიდად გაატარა ორივე მხარემ. ჯალალმა დილით ადრე ბრძანა იერიში. მთავარსარდალმაც მეწინავე ჯარს თორ-ჯავახელებს უბრძანა მათთვის გზის მოჭრა. ჯავახელებს წინ საუკუნის გმირები შალვა და ივანე თორელები მიუძღვოდნენ ხმალამოწვდილნი... მტერი ზღვასავით მოსდებოდა მიდამოს ჯავახელები კი... ლომგულა ვაჟკაცების მხოლოდ მცირე გუნდი იყო. შალვამ მაშინვე მალემსრბოლი აფრინა მხარგრძელთან... მტრის რიცხოვნობა შეატყობინა და თხოვა მთავარი ძალებით გადმოსულიყო შეტევაზე...

 

სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ ჯავახელები. შალვამ უკვე მერამდენედ გაგზავნა მალემსრბოლი მხარგრძელთან, მაგრამ... პასუხი არსაით სჩანდა...

 

ახალციხელებმა მიუხედავად სიმცირისა „ჰქმნეს ძლიერი ომნი... არღარა რიდეს სიმრავ- ლესა სულტანისა სპათასა და ვითა მხეცნი ზედა მიეტევნეს“. ცხენები დაეხოცა ორივე ძმას, ახლა ქვეითად იბრძოდნენ. ჯალალი გააკვირვა მათმა ვაჟკაცობამ... „გულმხეც“ მხარ- გრძელთაგან მაშველი არ სჩანდა... ხმალგადა- მსხვრეულნი იბრძოდნენ ბოლოს ძმები თორე- ლები, უკანასკნელ ძალას იკრებდნენ სისხლისა- გან დაცლილი ჯავახელნი და მესხნი. რამდენიმე კაცმა ვეღარ გაუძლო სასაკლაოს და უკან და- იხია კლდისაკენ ძალების მოსაკრებად, აქ იყო ივანე თორელიც. უცებ ვიღაცამ დიდი ლოდი დააგორა კლდიდან, სწორედ ივანეს თავზე და ლოდმა ჩაიტანა შალვას ძმა... მხარგრძელის მხარგრძელის ბრძანებით საქართველოს სამეფო ჯარს ომში მონაწილეობა არ მიუღია! 4000 ჯავახელი და მესხი იწვა ბრძლის ველზე.

 

სისხლისაგან დაცლილი, მაგრამ მაინც ცოცხლად შეიპყრეს შალვა ახალციხელი, მისი სიმამაცით გაოცებული იყო სულთანი... ივანე მხარგრძელმა ღია, დიდი ღალატით უღალატა საქართველოს და მტერს გზა გაუხსნა თბილისისაკენ... ვინ იცის, იქნებ ის ლოდიც მისი ბრძანებით დასცეს თავზე ივანე ახალციხელს? ვინ იცის. ჯალალმა ცოდვის კალო დაატრიალა თბილისში... დასწვა, დაანგრია მთელი ქალაქი და ამოხოცა მოსახლეობა... ასი ათასი ქართველი, ვინც ღვთისმშობლის ხატს ფეხი არ დაადგა, მტკვარში ჩაახრჩეს!

 

არსებობს ისტორიული დოკუმენტები, რომ, თბილისის დამცავი ციხის კარი ივანე მხარგრძელის ხალხმა, სომხებმა გაუხსნეს ჯალალს, ესეც ქართული სიკეთის საზღაური მხარგრძელისაგან... რომელმაც მოსაჩვენებლად მონოფიზიტობა დასთმო და მართლმადიდებელი გახდა... ასე ჩაიწერა გარნისის ბრძოლის სისხლიანი ფურცლები საქართველოს ისტორიაში 1225 წელს. ეს ყველაფერი გიორგი III-ის პოლიტიკური სიბეცის წყალობა იყო... და ეს წყალობა გარნისის შემდეგ დღემდე გრძელდება... წყლული სიმსივნედ გადაიქცა შვილიდან შვილს გადასცემდნენ ამ ორი ძმის შთამომავლები საქართველოს სიძულვილს და საუკუნეების განმავლობაში არ აღმოაჩნდა საქართველოს პოლიტიკურ სხეულს ღირსეული დოსტაქარი, რომ წყლული მოეკვეთა...

 

მართალია, ქართველი მართლმადიდებლები დღესაც კაცთმოყვარეობით გამოირჩევიან, მაგრამ რჯულის საკითხში ყოველთვის მტკიცე და შეუვალნი იყვნენ და არიან. მოვუსმინოთ მემატიანეს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“: ყოველმა ქართველმა იცის, რომ თამარ მეფე უაღრესად ღვთისმოსავი იყო. იგი ღამეებს ათენებდა ლოცვაში. ცხადია, ქართველი არისტოკრატიაც და დაბალი ფენაც ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში გახლდათ, რაზეც მეტყველებს ის უამრავი და არაჩვეულებრივი არქიტექტურით ნაშენი ეკლესია-მონასტერი, რომელიც ამდენ შემოსევებს გადაურჩა.

 

ერთხელ, საეკლესიო ღვთისმსახურების დროს მოვიდნენ ძმები მხარგრძელები, გიორგი III ამირსპასალარის სარგისის ძენი: ზაქარია და ივანე. საქართველოს წარჩინებულნი იყვნენ შეკრებილნი, აქ იყო კათოლიკოსი იოანე, რომელმაც შეასრულა მღვდელთმსახურება და შესწირა ჟამნი. მსახურების დასასრულს, როდესაც მღვდელი არიგებდა სეფისკვერს, მის მისაღებად ზაქარიაც გამოემართა. მიუხედავად ზაქარიას წარჩინებული წოდებისა, მღვდელმა მას სეფისკვერი არ მისცა. ზაქარია შეეცადა ძალით აეღო იგი! ამის შემხედვარე იოანე კათალიკოსი აღშფოთდა და „ცეცხლებრ აღტყინებული“ ეკვეთა მწვალებელ ზაქარიას. აი, როგორ მოგვითხრობს ამ ფაქტს მემატიანე: „აღსრულებისა ყოველნი ღირსნი მიუხდებოდეს ჭამად სეფისკუერისა, ხოლო მღვდელთა არა მისცეს, რამეთუ იყო სარწმუნოებით სომეხი, შეჩუენებულთაგანი, და სირცხვილით იკადრა ზაქარიამ აღტაცებად სეფისკუერისა და შეჭმად, რომლისათვის კათალიკოსი, ცეცხლებრ აღტყინებული, ძლიერად ამხილებდა და ეტყოდა: „ნეფსით არავინ მართლმადიდებელთაგანი იკადრებს მღვდელმოქმედებასა სეფისკუერს თქუენ, შვიდგზის წყეულთა სომეხთა მოცემად, მომტაცებელი ძაღლიცა თუ იპოოს“.

 

რომლისთვისცა სირცხვილეული წარვიდა ზაქარია კარვად თვისად“. და აი, ამ საოცარი ღირსეული ფაქტის შემდეგ ყოფნის თავხედობა ეჩმიაძინის წარმომადგენელს და ითხოვს ქართულ ეკლესიებს? ეს ჩუქებაა, მითვისებაა, წართმევაა თუ რა დავარქვათ? ქართული მართლმადიდებლური რჯული არ შეიწყნარებს მათ მწვალებლურ რწმენას! ე. ი. მათ არ ჰქონდათ უფლება (ეს უკვე დავინახეთ) საქართველოს ტერიტორიაზე თავისი ეკლესიის აშენების! ახლა კი ჩავყვეთ ქვემოთ ისტორიას, როდის გაწყდა ის ძლიერი ჯაჭვი, როდის შემოაღწია სომხურმა მოსახლეობამ საქართველოში და სად დასახლდნენ ისინი პირველად? არის უამრავი ფაქტობრივი მასალა, რომელიც აღწერს თბილისის და საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ სომეხნი არსად არ სჩანან შაჰ აბასის პერიოდამდე! ის უმნიშვნელო რიცხვი, 100-იოდ სული მტერს რომ გამოექცა და აღმაშენებელმა შემოიფარა, ისე ცალკ-ცალკე დაასახლა დავითმა, რომ ძალიანაც რომ სდომოდათ, ერთმანეთს ვერ დაუკავშირდებოდნენ, მათ კი ეს არც უცდიათ.

 

არ დაგვავიწყდეს, რომ IX საუკუნის ბოლოს სომხებმა მიიტაცეს არაბებისაგან დასუსტებუ ლი საქართველოს, კერძოდ, ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი ტაშირის მხარე და ფლობდნენ 30 წლის განმავლობაში. ბაგრატ IV-მ განდევნა ისინი იქიდან და ძირძველი ქართული კუთხე დაიბრუნა. როგორც უკვე ვიცით, თურქ-სელჯუკებმა მალე მთლიანად გააუქმეს სომხეთის სამეფო და ქვემო ქართლიც მიიტაცეს. ახლა უკვე დავით აღმაშენებელმა 1118 წელს თურქ-სელჯუკები გარეკა და თავისი ძველი სამფლობელო დაიბრუნა. რაც შეეხება სომხეთს, იგი უკვე, როგორც პოლიტიკური ერთეული აღარ არსებობდა. საქართველო კი, დავით აღმაშენებლის გენიალური პოლიტიკის წყალობით ორი საუკუნის მანძილზე შიშის ზარს სცემდა მუსულმანურ სამყაროს. ასე იყო თუ ისე, ქვეყანამ ძალა ინერციით შემდგომ საუკუნეებშიც შეინარჩუნა. და, აი, ის საბედისწერო საუკუნე და წლები, როცა ყოფნა-არყოფნის საკითხი საკმაოდ მწვავედ დადგა...

 

მიხ. თამარაშვილი თავის წიგნში „პასუხად სომხის მწერლებს“, 1904 წ. წერს, რომ: „შაჰ ბასმა 50000-ზე მეტი ქართული ოჯახი წაიყვანა და დაასახლა შირვანსა, მაზანდერანსა და სომხეთში. ხოლო, მათ ადგილას გადმოასახლა სპარსელები და სომხები“. „ნადირ-შაჰის მეფობის დროს (1687—1747) სპარსეთში გაასახლეს 80000 კომლი და მათ ადგილზე იგივე სპარსელებმა ჩამოასახლეს სომხების დიდი ნაწილი!...“ ე. ი. სომხების დასახლება-ჩამოსახლება დაწყებულა არაუადრეს მე-17 საუკუნიდან! და ისიც სპარსელების ნებით! იბადება კითხვა, რატომ დასჭირდებოდათ სპარსელებს სომხების ჩამოსახლება საქართველოში? პასუხი ნათელია: სომეხი მოსახლეობა ყოველთვის იყო ერთგული და დასაყრდენი ძალა სპარსთათვის! მართალია, ისინი ბუნებით ვაჭრები არიან, მაგრამ უფრო დიდ საქმეს უკეთებდნენ სპარსეთს და შემდეგ უკვე თურქეთს და რა იყო ეს საქმე კარგად დაინახა საქართველომ ყორღანაშვილისა და მელიქების მეჯნუნისა და აბოს უსინდისო, ბილწი ღალატის შემდეგ.

 

ე. ი. სომხების დასახლება საქართველოში იწყება მე-17 საუკუნიდან. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან ერეკლე II-ს მხედართმთავრული ნიჭის წყალობით ქართლ-კახეთი მოძლიერდა და მუსულმანური სახანოები შემოიერთა. ერთ-ერთი იყო ერევნის სახანო. სომეხი მღვდლის უოსკჰერდჯანის მონათხრობით „ერეკლე მეფემ 1780 წ. ერევნიდან სომხები გადმოასახლა თბილისში და სხვა ადგილებში“. იგივე წყარო გვაწვდის ცნობას, რომ 1804 წელს, როცა ყარსში ციციშვილმა დაამარცხა სპარსელები, მაშინ ყოფილმა სომხის არქიეპისკოპოსმა საქართველოში წამოიყვანა ყველა იქაური სომეხი თბილისის ახლოს, ტაფა-ტაღლიშში, ზოგიც თბილისს მოიყვანა და დააყენა ავლაბარში, სადაც აუშენა ერთი ეკლესია. ამ სომხებს 1820 წელს დაემატა დიდი ჯგუფი, რომლებმაც გააშენეს ქარვასლა (კლაპროტი, გამბა – მ. თამარაშვილი, „პასუხად სომხის მწერლებს“, 1904 წ., „სომხეთი მტერი თუ მოყვარე“, გვ. 137, თბ., 2006 წ.).

 

„ერეკლე II ქვეყნის ფეხზე დაყენებას სომხური კაპიტალის მეშვეობით აპირებდა. მაგრამ ეს ვერ მოახერხა (ალავერდის ვერცხლის საბადოები დღეს სომხეთის შემადგენლობაშია მოქცეული ორჯონიკიძის წყალობით), ამიტომაც სომხებთან ერთხანს გარკვეულ დათმობაზეც კი მიდიოდა, რადგან იგი აღმაშენებლის დროინდელი სახელმწიფოს შექმნას აპირებდა და ეტყობა არა იცოდა რა რუსეთ-ეჩმიაძინის კავშირის შესახებ, რაც 1769 წელს ოფიციალურად გაფორმდა.

 

მოგვიანებით ერეკლეც მიხვდა რუსთა და სომეხთა გარკვეულ „ხრიკებს“, რომ  ცარიზმს „ძლიერი“ საქართველო არაფერში ჭირდებოდა და მოკავშირის ძებნა ისევ დასავლეთის სახელმწიფოებში დაიწყო. ასეთად მან გერმანიის იმპერატორი მიიჩნია და მიმოწერა ისევ პატრების მეშვეობით სცადა, თუმცა მისი არც ერთი ეპისტოლე ადრესატამდე არ მისულა, გაურკვეველი მიზეზების გამო პატრები გზაში იხოცებოდნენ. გასაგებიცაა, ქვეყანაში უკვე კარგად მუშაობდა სომეხთა საჯაშუშო ქსელი. ასე იყო თუ ისე, კათოლიკე მისიონერებს ხელისუფლებამ თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა, მაგრამ არც ეს იყო ხანგრძლივი, სულ მალე ცარისტულმა ხელისუფლებამ (ქართლ-კახეთი საკუთარ გუბერნიად რომ აქცია) მათ ფრთები შეაკვეცა“ (მიხ. თამარაშვილი).

 

ამ ცნობის თანახმად სომხების ხელში უკვე იყო გარკვეული კაპიტალი. გავიხსენოთ მათი, ე. ი. სომხების ურთიერთობა შაჰ-აბასთან, რომელმაც ყველა პირობა შეუქმნა მათ ვაჭრობისა და გამდიდრებისთვის. არანაირ სუბსიდიებს, კრედიტებს და საჩუქრებს არ იშურებდა მათთვის. შაჰის წყალობით სპარსეთში შენდებოდა არაჩვეულებრივი არქიტექტურით სომხური ეკლესიები. ე. ი. შაჰის კარზე ისინი თავისუფლად გრძნობდნენ თავს, როგორც შინაურები და ერთგული ხალხი. იბადება კითხვა, რატომ? რის ფასად? ვაჭრობის ნიღბის ქვეშ ხომ არ იმალებოდა ყორღანაშვილისა და მეჯნუნ-აბოს ჯაშუშური ქსელი? ცხადია!

 

ამიტომ აღარაა გასაკვირი, რომ სომეხმა მელიქებმა თბილისში გარკვეული კაპიტალი შემოიტანეს და მიწების შესყიდვა დაიწყეს. მაგრამ, ეს არ იყო საკმარისი. ქრთამებით მოხიბლეს დედოფალი დარეჯანი. მანაც დაიახლოვა „ერთგული სომეხი“ ოსეფა ყორღანაშვილი − ისევ ყორღანაშვილი, მკითხველო! ამ ოსეფა ყორღანაშვილის შეგონებით აუმხედრდა დედოფალი დარეჯანი მეფე ერეკლეს და ჩაიშალა იმერეთის შემოერთება. ამავე ოსეფას რჩევით და წაქეზებით შეადგენინა დარეჯანმა ახალი სამემკვიდრეო ანდერძი მეფე ერეკლეს. სწორედ ამ ანდერძმა გამოიწვია განხეთქილება ძმებს შორის.

 

რა სურდა ყორღანაშვილს? სამეფო ოჯახში განხეთქილება ჩამოეგდო, რომ ტახტის მემკვიდრე გიორგი XII ადვილად ჩაეგდოთ ხელში რუსეთის ან სპარსეთის იმპერიებს, მისთვის სულ ერთი იყო, რომელს. ის (ყორღანაშვილი) თავის მისიას შეასრულებდა. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: ერეკლემ რამდენიმე პატრი გაგზავნა ევროპაში სპეციალური დავალებით. არც ერთი ადგილზე არ მისულა, რატომ? ისინი გზაში დახოცეს...

 

დარეჯანის წყალობით ყორღანაშვილმა სამეფო კარის ყველა საიდუმლო იცოდა! ერეკლეს კარზე ხშირად სტუმრობდა კიდევ ერთი სომეხი იოსებ არღუთაშვილი, რომელიც თავს მხარგრძელების შთამომავლად ასაღებდა. პეტერბურგიდან მოვლინებული გენერალი ლაზარევი, რომელიც სიკვდილამდე გიორგი XII-ს მეთვალყურეობდა და დიდად შეუწყო ხელი მის სიკვდილს (ფაქტიურად შინაურ პატიმრობაში ჰყავდა), მუდმივ რჩევა-დარიგებას იღებდა იოსებ არღუთაშვილისაგან. სოლომონ ლიონიძე და სარდალი ოთარ ამილახვარი საპყრობილეში გამოკეტეს. მართალია, ისინი მამულიშვილთა თავგანწირვის ფასად გაათავისუფლეს და იმ- ერეთში გადაიყვანეს, მაგრამ... 1801 წლის 16 თებერვალს ლაზარევმა სიონის ტაძარში შეკრი- ბა თბილისის არისტოკრატია და იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი წაუკითხა, რომლის ძალითაც ივერია სამუდამოდ უერთდებოდა რუ- სეთს. „ამ მანიფესტის კითხვის დროს ანტონ II კათალიკოსი იდგა თურმე სახემოღუშული და მწარედ დამწუხრებული, იდუმალი ცრემ ლებით იგი დასტიროდა სამშობლოს პოლიტიკურ სიკვდილს...

 

...ამ მანიფესტმა გაახარა და გააბედნიერა სომხები. სომეხთა კათალიკოსმა იოსებ არღუთაშვილმა აღნიშნული მანიფესტის გამო საზეიმო წირვა გადაიხადა ვანქის ტაძარში რა თქმა უნდა, სომეხთა თანდასწრებით და წარმოსთქვა მგზნებარე სიტყვა, რომლითაც აღნიშნა სომეხი ხალხის უსაზღვრო სიხარული და ნეტარება, გამოწვეული საქართველოს რუსეთთან შეერთებით. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ სომეხთა წარჩინებულმა პირებმა, თვით იოსებ არღუთაშვილის თაოსნობით თავის პოლიტიკით და მეცადინეობით ძლიერ შეუწყვეს ხელი ივერიის სამეფოს სიკვდილს და რუსეთის ბატონობის დამყარებას მთელ საქართველოში, რაც რუსის მთავრობამ დაუფასა კიდეც: გადმოასახლა შემდეგ წლებში ოსმალეთ-სპარსეთიდან საქართველოში ასი ათასობით სომეხი და მისცა მათ დიდი უფლებანი. იოსებ არღუთაშვილს და მის მომხრეთ სურდათ რუსის იარაღით და ქართველთა სისხლით აღედგინათ სომხეთის სამეფო! მეფედ იოსები სახავდა კიდეც თავის ძმისწულს სოლომონს, რომლისთვისაც საიდუმლოდ გაამზადებია რუსეთში სამეფო გვირგვინი. ივერიის ნანგრევებზე მათ სურდათ აღედგინათ თავისი ბედნიერება, ამიტომაც ეგებებოდნენ ისეთი აღტაცებით რუსის ბატონობას საქართველოში და უწყობდნენ ხელს ყველაფერში“ („ქართველი ერის ისტორია“, ს. ქვარიანი, გვ. 40, 1918 წ.).

 

რუსეთმა სასტიკად და უზნეოდ იცრუა. მოატყუა ქართველი ხალხი. არ შეასრულა ტრაქტატის არც ერთი პუნქტი. ისედაც გაღარიბებული ხალხი რუსმა ჯარისკაცებმა და ოფიც რებმა საშინელ დღეში ჩააგდეს. აღარ მოვყვებით აჯანყებების მიზეზებს, რადგან ეს საკითხი ჩვენი სასაუბრო თემა არაა. სასწორის ეროვნული ცნობიერების პინა ბატონიშვილ ალექსანდრესკენ იყო გადახრილი. მთელი საქართველო მასში ეძებდა ხსნას. აჯანყებაში მონაწილეობას იღებდა ალექსანდრე ჭავჭავაძეც კი, გარსევან ჭავჭავაძის ერთადერთი ვაჟი, იმპერატორის ნათლული.

 

მთავარმართებელმა რტიშჩევმა ბატონიშვილ ალექსანდრეს შესაპყრობად ჯილდო დააწესა 200 ბაჯაღლო ოქრო (ე. ი. 6000 მანეთი), ეს საკმაოდ დიდი ფული იყო! „ამოდენა ოქრომ ვერ მოხიბლა ერთი უბრალო თათარიც კი, რათა გაეცა მათ შორის შეფარებული ერეკლე მეფის შვილი ალექსანდრე. სამი თვის შემდეგ სომეხმა იოსებ ბებუთაშვილმა აცნობა რტიშჩევს ჯაშუშის პირით, შევიტყვე ბატონიშვილი ალექსანდრე 25 აგვისტოს წამოვიდა ერევნიდან ქართლში და მიიღეთყოველივე ზომა მის დასაჭერადო. რტიშჩევის ბრძანებით მაშინვე შეკრეს ყველა შესასვლელი გზა, ალექსანდრე მაინც გაუსხლტა დარაჯებს, გავიდა მტკვარში და ავიდა თიანეთს“.

 

აჯანყებაში იღებდა მონაწილეობას ორიოდ სომეხიც; ავეტიკ ბეგი დიდ სამსახურს უწევთ და ალექსანდრე ბატონიშვილს, კაცო ახანოვს კი მთელი რაზმი ჰყავდა შემდგარი და ებრძოდა რუსებს კახელებთან ერთად, მაგრამ საერთოდ, სომხის ხალხი და მეტადრე მათი ბურჟუაზია იყვნენ რუსის მთავრობის აშკარა მომხრენი. ბევრი სომეხი არ თაკილობდა ჯაშუშის სამარცხვინო როლს და ატყობინებდა რუსებს ქართველთა მოძრაობის ყოველ ნაბიჯს. სომხების ასეთი ამაგი შესაფერად დააფასა მთავარმართებელმა რტიშჩევმა და გამოსთხოვა იმპერატორს მათთვის ეგრეთწოდებული „ღრამატა“, ე. ი. უზენაესი ნდობა და მადლობა ერთ- გულების ნიშნად“ (ს. ქვარიანი, „ქართველი ერის ისტორია“, 1918 წ. გვ. 109).

 

სომხების ჯაშუშობას ადასტურებს რტიშჩევის პირადი წერილი იმპერატორ ალექსანდრე I-ისადმი: „...აქაური მთავრობა (ე. ი. რუსები) სომხებს უნდა უმადლოდეს, რომ დროზე და წინდაწინ გებულობდა თუ რას აპირებდნენ მეამბოხენი და სად ჰქონდათ ბინა. კახეთის სხვადასხვა კუთხეში გაბნეული ერთმანეთს მოწყვეტილი ჯარი თუ რაიმეს იგებდა ერთმანეთისას, ეს სულ სომხების წყალობით, რომელნიც სიამოვნებით და ხალისით ასრულებდნენ ასეთ სახიფათო მინდობილობას, ხშირად სიცოცხლეს ესალმებოდნენ სამსახურის ერთგულების გამო“. აი, როგორი ზიზღი ჰქონია სომხურ მოსახლეობას ქართველების მიმართ! მაგრამ, რაც მთავარია, რტიშჩევმა სამუდამოდ მიაკერა სომხებს ჯაშუშის დამღა, რაც ყოველგვარ ოქროს გადასწონიდა და ყოველგვარ საზოგადოებაში მხოლოდ ზიზღსა და სიძულვილს იმსახურებდა. შემდეგ უკვე თვით რუსებიც აღარ ენდობოდნენ ამ ორპირ და ორსახოვან, ნიღბიან, ლაქუცა ხალხს (გოლიცინი).

 

შემდეგ კი, რუსებისთვის პოლიტიკურად დასაყრდენი ბირთვი სომხობა ასეულ ათასობით შემოასახლეს საქართველოში თურქეთიდან და სპარსეთიდან. თუ ერეკლეს დროს თბილისში 100-200-სომხური ოჯახი ცხოვრობდა, სიღნაღსა და თელავში 50-50 ოჯახი, პასკევიჩმა ერთბაშად ჩამოასახლა ისინი განუსაზღვრელი რაოდენობით. აი, ბატონებო! სომეხთა ჩამოსახლების დრო! მიზეზები თავისი შედეგებით და ეს ყველაფერი ქართველთა სიძულვილის ხარჯზე... ისტორიის მანძილზე გვხვდება მხოლოდ ბატონიშვილ ალექსანდრეს დამხმარე ორი სომეხი ქართველების მეგობარი ავეტიკ ბეგი და კაცო ახანოვი. იყო კიდევ ერთი ძალიან დიდი პიროვნება, დიდებული მეგობარი ქართველი ერის ოვანეს თუმანიანი, რომელმაც საკუთარ ვაჟებს შეუთვალა თბილისიდან ერევანში 1918 წელს: „თუ ქართველების წინააღმდეგ იომებთ, როგორც მამას, დამიწყველიხართო“. ჩვენ არაფერი გვავიწყდება ბატონებო, ოვანეს თუმანიანმა, თავად ხელმოკლემ, ქართულ უნივერსიტეტს 100 მანეთი შესწირა! ეს მისი ეკონომიური პირობებისთვის დიდი ფული იყო!.. ქართველთათვის კი უანგარო მეგობრობა! ისტორია დოკუმენტური მასალისგან შედგება. იგი კარგსაც იხსომებს და ცუდსაც.

 

1801 წლიდანვე აშკარად მცდარი იყო რუსეთის პიოლიტიკა საქართველოში წარმოუდგენელია . ძალით მიაღწიო იმდენს, რასაც ნებით, სამართლიანობით. რუსეთმა კარგად იცოდა, რომ საქართველოს გადამწყვეტი ხმის უფლება ჰქონდა კავკასიაში. საქართველო ენდო, რაც ტრაქტატის დადებაში გამოიხატა, რუსეთმა კი სანაცვლოდ რა გააკეთა? სიონის საკათედრო ტაძარში შეჰყარეს მოსახლეობა და არისტოკრატია, კართან გენერალი ლაზარევის ხალხი დადგა, რომ არავინ გასულიყო, და ხალხს გამოუცხადეს... რომ საქართველო საქართველო აღარ იყო...

 

ისეთი მამაცი და მაღალი სულის მქონე ერი (არაჩარჩული და არაცბიერი რუსეთის მეგობარი სომხეთივით) ძნელად შეურიგდებოდა ამ დამცირებას. არც შეურიგდა! რუსეთი ჭრილობაზე მარილს აყრიდა, ცეცხლზე ნავთს ასხამდა, რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები ველურებივით ექცეოდნენ ქართველ ხალხს, მამაკაცებს წამებით ხოცავდნენ, ქალებს აუპატიურებდნენ. ყოველივე ამას ზედიზედ მოჰყვა რამდენიმე აჯანყება. სიმონ ქვარიანის წიგნში შემზარავი ფაქტებია მოყვანილი, წაკითხვაც გაუძნელდება ადამიანს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ან ველურები იყვნენ და ადამიანებთან მოქცევა არ იცოდნენ, ან კიდევ განგებ სჩადიოდნენ ასეთ საძაგლობას. ოჯახის მამაკაცისაც არ ერიდებოდათ, ისე ბილწავდნენ ქართველი ქალის ნამუსს! „გამორეკავდნენ ხოლმე დედაკაცებს და ურემში აბამდნენ. ვასმევდით, თუ ვაჭმევდით, თუ ქრთამს ვაძლევდით სულ ერთი იყო, მაინც განუწყვეტლივ გვამათრახებდნენ, სამართალი ხომ არ არსებობდა ჩვენთვის“... (ს. ქვარიანი, „ქართვე- ლი ერის ისტორია“, 1918 წ. გვ. 88). ალექსანდრე ყაზბეგმა არაჩვეულებრივად აღწერა მათი დამოკიდებულება თავის უკვდავ მოთხრობებში.

 

ასეთ ხისტ პოლიტიკას რუსეთი არ ატარებდა სომხების და სომხეთის მიმართ! რატომ? ხომ არ იყო რუსული პოლიტიკა „სომხური საქმის“ ნაწილი? ჯაშუშები ბლომად ჰყავდა სამეფო კარს, გავიხსენოთ რტიშჩევის, ერმოლოვის და სხვა მთავარმმართებლების რაპორტები, სადაც ერთსულოვნად მიუთითებენ სომხური საჯაშუშო ქსელის მოღვაწეობაზე საქართველოში! დიახ, ბატონებო! სომხების მიზანი იყო რუსი ჯარისკაცების ხელით ამოეწყვიტათ ქართული მოსახლეობა!

 

არ უნდა დავუკარგოთ თავისი ხალხის მიმართ ამაგი გენერალ ლაზარევს. იგი იმ სომეხი ლაზარევის შთამომავალი გახლდათ, რომელიც თავმოდრეკილი შეეგება თეიმურაზ მეორეს რუსეთში. მან ყველაფერი გააკეთა, რათა გიორგი XII-ს შეედგინა ის სამარცხვინო ანდერძი და შემდეგ ექიმიც არ მიაკარა მომაკვდავს. ლაზარევმა დაივიწყა, რომ ქართული არისტოკრატია ათასობით წლის წინ ჩამოყალიბდა თავისი ც განსაკუთრებული ტრადიციებით და არ ჰგავდა სომხურს, არც რუსულს და არც სხვა რომელიმე ერისას. იგი (ლაზარევი, იგივე ლაზარიანი) საწოლ ოთახში შეუვარდა დედოფალ მარიამს, საბანი გადაჰხადა და ფეხში ხელი ჩაავლო, რა თქმა უნდა, იმ განზრახვით, რომ არ აეძულებინა ამდგარიყო და დროზე გადაესახლებინა თბილისიდან. აბა, წარმოიდგინე, მკითხველო, ვინც კი ოდნავ მაინც იცნობს ქართულ სულს, ქართველ ქალს და ქართულ ოჯახს, რა დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ამ რეგვენმა გენერალმა მთელ საქართველოს თავისი საქციელით! რა თქმა უნდა, ამ წარმოუდგენელ სითავხედეს არავინ არ აპატიებდა უვიც გენერალს, ის ადგილზევე დაეცა ხანჯლით განგმირული. არსებობს ორი ვერსია, რომ თვით დედოფალმა განგმირა, მეორე ვერსიით კი კარის მცველმა თავადმა, ნიკო ხიმშიაშვილმა, კართან რომ ვერ შეაჩერა გენერალი, ოთახში შეჰყვა რომ გამოეყვანა უკან, მაგრამ ეტყობა ისე სწრაფად მოხდა ლაზარევის მიერ დედოფლის უპატივცემულობა, რომ ხიმშიაშვილს ამის დანახვისას თავზარი დაეცა, იქვე ერთის დაკვრით გააცხებინა სული გენერალს და კიდევაც გადაიკარგა თურქეთში. დანაშაული კი დედოფალმა დაიბრალა!

 

ე. ი. სომხებმა გადაწყვიტეს ერთმორწმუნე რუსების ხელით მიეხრჩოთ უკვე დაავადებული საქართველო. საუბედუროდ რუსეთი ამას ვერ მიხვდა... პასკევიჩი სომეხმა ბურჟუაზიამ ოქროთი აავსო, პასკევიჩმაც არ დააყოვნა და მათი სურვილი შესაფერი პუნქტუალობით შეასრულა. ბაიაზეთიდან, არზრუმიდან და ყარსიდან გადმოსახლებული ასიათასობით სომხური ოჯახი ჯავახეთში, წალკაში და თბილისში ჩაასახლა. პასკევიჩმა შექმნა ახალქალაქის სამხედრო ბაზა, სადაც ბოლო დრომდე 15 მეტრიანი სტელა იყო აღმართული პასკევიჩისვე სიტყვებით: „დაეპატრონე, ეს მიწა შენია!“ პასკევიჩისვე და შემდეგ სხვა მთავარმართებელთა ბრძანებით, ადგილობრივი მოსახლეობა ამოხოცეს და ვინც ცოცხალი გადარჩა მართლმადიდებელი ქართველები და გამაჰმადიანებული გათურქებული ქართველი გლეხობა და თავადაზნაურობა ამ მიწებიდან ძალით გაასახლეს თურქეთში, მიწები ხაზინას გადასცეს.

 

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმეს, რუსეთის სინოდს დაუქვემდებარეს, ეგზარქოსი დაუნიშნეს, მონასტრები იავარყვეს, ეკლესიას მიწა-მამულები ჩამოართვეს და ისიც ხაზინას გადასცეს. ხაზინიდან კი ამ მამულებს უსასყიდლოდ იღებდა ჩამოსახლებული ლტოლვილი სომეხი მოსახლეობა, რომელიც მომავალში იტყვის: „საქართველო არ არსებობდა, ეს სომხეთია!“ დიახ, ბატონებო! ასეთ ხისტ პოლიტიკას აწარმოებდა რუსეთი სომხურ ჯაშუშებზე დაყრდნობით! და აი, დადგა დრო, როცა დიდმა მამულიშვილებმა ილიამ, აკაკიმ, იაკობ გოგებაშვილმა, დიმიტრი ბაქრაძემ, ზაქარია ჭიჭინაძემ და თვით ქართველმა კათოლიკებმა, პეტრე ხარისჭირაშვილის და მიხეილ თამარაშვილის თაოსნობით, ეროვნული თვითმყოფადობის გადასარჩენად ზარი დაარისხეს!

 

პასკევიჩისავე ფანტაზიის წყალობით ეწოდა სომხებს გრიგორიანები 1830-იან წლებში, და ეს იმიტომ, რომ მართლმადიდებელი საიმპერატორო ოჯახის თვალში თავისი თავი რაიმეთი გაემართლებინა სომეხთა დახმარებისა და განსაკუთრებული თანადგომისათვის და სწორედ აქედან დაიჯერეს თვითონ სომხებმაც, ან იქნებ ცდილობდნენ დაემალათ რუსებისათვის თავიანთი მწვალებლური მონოფიზიტობა? საოცარია, ნუთუ არ ესმოდათ, ან დღესაც არ ესმით, რომ ამგვარი რამ არ შეიძლება დაიმალოს? რომ მათი ეკლესია არც მართლმადიდებლურია და არც სამოციქულო! პეტროს მკაწვრელმა ძაღლის, ალაჯას მარხვა დააკანონა დვინის კრებაზე. მოგვიანებით პეტროსის აგებულ გაიდას ტაძარში გადმოასვენეს არაბების მიერ ნაწამები სომეხი ბერის სუბალ სარქისის ცხედარი და ალაჯორის მარხვას მისი სახელიც შეუერთეს, რომ მისნის, მჩხიბავის, ჯადოქრის პეტროსის სახელი გაემართლებინათ (მიხ. საბინინი გვ. 631 – „აწინდელ სომეხთა სუბსარქისის მარხვა ალაჯა ძაღლის მარხვა არის“).

 

მოყოლებული მე-5 საუკუნიდან სომხეთის რამდენმა კათალიკოსმა დასწყევლა ქალკედონის კრება და მისი მიმდევრები? განა ეს არ იცოდა რუსეთის სამეფო კარმა და რუსულმა მართლმადიდებლურმა არისტოკრატიამ? მთავარმმართებლების ბრძანებით ყველა პირობა იყო შექმნილი საქართველოში სომეხთა გასამდიდრებლად და ქართველთა გასაღარიბებლად!

 

ვორონცოვის ფანტაზიის ნაყოფი იყო ორთაჭალის საროსკიპოების პროექტი, რომლებიც მთლიანად სომხებს ეკუთვნოდათ! აი, ასე მოიკიდეს ფეხი თბილისში (დაშემდეგ ბაქოში, ნავთის მრეწველები მთლიანად სომხები იყვნენ) და გუშინდელი ჭუჭყიანი, თურქულ ფესკიანი რკინიგზის მტვირთავი ან ყაჩაღი და ქურდი, ჩარჩი და მატყუარა, დღეს მილიონერი ხდებოდა.

 

აი, ამიტომ გამოსცა გრიგოლ არწრუნმა „სომხეთის“ რუკა, სადაც ფაქტიურად ნახევარი საქართველო მაინც იყო მიყოლებული, თუ მეტი არა, გორის მაზრის ჩათვლით. სწორედ ეს უსაყვედურა აკაკიმ. ხმა არ უნდა ამოეღო? ან იქნებ მადლობა უნდა გადაეხადა? აკაკის საყვედურმა გააწიწმატა არწრუნი და უკმეხად მიუგო: „შენ რა გესმის, მთელი სომხეთის სვე-ბედი ამ კისერზე მაწევსო“, აკაკიმ ჩვეული ხუმრობით დაუბრუნა: „მჯერა ბატონო, მჯერა, სომხეთი კისერზე და არარატი ზურგზე გადგია, მეტი რაღა გინდა, ბედნიერი ყოფილხარო“. არწრუნი კუზიანი იყო და ცხადია გაფიცხდა, ეწყინა. გამოღმა გვედავებიან, გვლანძღავენ, ეკლესიების და მიწების, ქვეყნის, თბილისის მიმტაცებლებსაც  კი გვიწოდებენ და არ უნდა მივუთითოთ? არ  უნდა გავაგებინოთ, რომ სიბოროტეს სჩადიან? იქნებ ის უკეთესი იყო ქართველ ვაჟკაცებს ხმალი რომ გააგდებინეს ხელიდან და ორთაჭალის ბაღებში დააკარგინეს მთელი ქონება, მიწა-წყალი, გლეხობა (უბედური ხალხი, რომლებიც შემდეგ სომეხმა მეპატრონემ გაასომხა!) და ასე განადგურდა თითქმის ნახევარი საქართველო და ამ პოლიტიკას რუსეთი ატარებდა იმ ბინძური ჯაშუშური ქსელის წყალობით, რომელიც არღუთაშვილმა შექმნა! რუსეთისვე ხელშეწყობით მათ შეიძინეს გორისა და დუშეთის მაზრაში ნოყიერი მიწები, აჯამეთის ტყე, სადაც გაჩეხეს უნიკალური ურთხელის კორომი, რომელიც ოქროზე ძვრიფასია საზღვარგარეთ. მერქანი საფრანგეთში გაყიდეს წონით (ამ ხეს ვერ აზიანებს ზღვის იოდი), ზესტაფონთან ახლოს კი გაჩნდა ჭაობი, ქართული გულარხეინობის სიმბოლო, რადგან ურთხელის ნადგომზე სხვა ხე აღარ იზრდება“. („სომხეთი, მტერი თუ მოყვარე“ გვ. 266, თბ., 2006).

 

განსაკუთრებით მკაცრად გამოდიოდა დიმიტრი ბაქრაძე, მაგრამ და, ასევე, ცხადია, ილიას, აკაკის, ბაქრაძისა და გოგებაშვილის პოლემიკას ისინი ყურსაც არ ათხოვებდნენ, ჩუმად, მალვით, რუს ჩინოვნიკებთან მლიქვნელობით და ქართველების დასმენით, ჯაშუშობით თავიანთ ბილწ საქმეს აკეთებდნენ და ნელ-ნელა ხელში იგდებნენ ყოველგვარ ქართულს, მიწას, წყალს,  სიმდიდრეს, ყველაფერს ჭეშმარიტი რწმენისა და გენებით თანდაყოლილი კეთილშობილი ვაჟკაცური სულის გარდა! უკან ჩამოვიტოვეთ XIX საუკუნე დიდი ტკივილითა და საქართველოს გაურკვეველი პოლიტიკური მდგომარეობით.

 

 

 

(გაგრძელება იქნება)

 

დავით მაისურაძე,

პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები