ეკონომიკა

საქართველოში მდინარეთა ენერგოპოტენციალის ელექტრონული სისტემა შეიქმნა

15.11.16 15:15


საქართველოში მდინარეთა ენერგეტიკული პოტენციალის შეფასების ელექტრონული სისტემა (GIS) შეიქმნა. ამ სისტემის ბაზაზე შექმნილია საქართველოს მდინარეთა ციფრული რუქა, რომელზეც მონიშნულია ინფორმაცია ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობისათვის პერსპექტიულ ადგილებზე: კოორდინატები, სიმძლავრე, გამომუშავება, მშენებლობისათვის აუცილებელი ინვესტიციები.

სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს შორის 2013 წელს გაფორმდა. მემორანდუმი გულისხმობდა საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებას და მიღებული მონაცემების საფუძველზე ვებგვერდის შექმნას.

პროექტის განხორციელებისთვის ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 1,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო.

სამინისტროში თვლიან, რომ მიღებული შედეგები ინვესტორებს გაუმარტივებს სასურველი პროექტის შერჩევის პროცესს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1126


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები