პოლიტიკა

ნიკა მელია: კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი სრულად ფლობენ „ნაცმოძრაობის“ მართვის ბერკეტებს

12.05.23 11:00


„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დღეს ენმ-ში მიმდინარე პროცესებში არიან ჩართულები.

 

მისივე თქმით, აღნიშნული პირები სრულად ფლობენ „ნაცმოძრაობის“ მართვის ბერკეტებს.

 

„გააუქმეს ორგანო, რომელიც უნდა არჩეულიყო მარტის თვეში და მეც გამომაგდეს. ეს იყო უნებლიე შეცდომა? ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ლევან ხაბეიშვილს ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა ეს დავალება მისცეს და მან შეასრულა ნოტარიუსის ფუნქცია, აქ გაჩნდა კრიზისი. რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა, აწყობდა „ქართულ ოცნებას“.

 

ზურაბ ადეიშვილი საარჩევნო პროცესებში ისე იყო ჩართული, რა დოზითაც მერაბიშვილი, კეზერაშვილი და დღეს ეს პარტია, თუ ვინმესია, ვინც ფლობს სრულად ბერკეტებს პარტიის მართვის არის კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე თხემით ტერფამდე ჩართული იყვნენ.

 

მე იუსტიციის სამინისტროში როცა დავიწყე მუშაობა, 2009 წელს, მაშინ მინისტრი იყო ნიკა გვარამია, მას შემდეგ შეიცვალა მინისტრი და გახდა ადეიშვილი. 2012 წელი როდესაც დადგა, ადეიშვილი მეორე დღესვე არ მინახავს, თანამშრომლებს ვერც კი დაგვემშვიდობა, რადგან მან დატოვა ქვეყანა და ჯერ კიდევ სამი კვირა „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ჩვენ მგლის ხახაში ვიყავით.

 

რაღაც სამართლიანობა ხომ არსებობს, რომ დღეს პირველი რიგში თავად აკადრებს ამას, რომ გვერდიდან ჩაერიოს პარტიულ გადატრიალებაში და ამით დაასუსტოს ერთ დროს მთავარი ღერძი ოპოზიციური მოძრაობისა“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები