პოლიტიკა

ჯინ შაჰინი - ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას, ევროპას და არა ურთიერთობა ისეთ ქვეყანასთან, რომელიც მათი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს

12.05.23 12:00


სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

როგორც სენატორი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას, ევროპას.

 

„ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას, ევროპას და არა ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და მათი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს“, – წერს ჯინ შაჰინი.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები