პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების გასაპროტესტებლად 14 მაისს ბათუმში აქციას გამართავს

12.05.23 13:30


„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, 14 მაისს, ბათუმში აქციით გააპროტესტებს, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ნიკა ქაშიბაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, უვიზო რეჟიმის დაწესება ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

 

„რუსეთის მხრიდან უვიზო მიმოსვლის დაწესებამ რეალურად გამოაჩინა ოკუპანტი სახელმწიფოს ზრახვები, გაუადვილოს და კომფორტული პირობები შეუქმნას თავის ასიათასობით მოქალაქეს საქართველოში, ასევე გადმოსხას დესანტი, რომლებიც რეალურად შენელებული ნაღმის ფუნქციას ასრულებენ. უმთავრესია ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ მკაფიო იყოს და ყველამ ერთად გავაპროტესტოთ ის უმსგავსობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას „ქართული ოცნების“ სახით უდგას წინ. მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ერთმანეთს ვჭირდებით და სწორედ ამიტომ 14 მაისს 13 საათზე იუსტიციის სახლთან შევიკრიბოთ, მსვლელობით ერთად დავიძრათ ქალაქის ქუჩებში და მივიდეთ მთავრობის სახლამდე, სადაც „ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და საქართველო არის ღირსეული ქვეყანა, ის არასდროს გახდება გავრილოვების დუქანი“, - განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ.

 

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაწესებული სავიზო რეჟიმი და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები