პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კიდევ მრავალი წარმატება ელოდება ამ ქვეყანას

12.05.23 17:40


დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კიდევ მრავალი წარმატება ელოდება ამ ქვეყანას, იმიტომ რომ გუნდის შიგნით და მოსახლეობაში მონდომება ძალიან დიდია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„თუ რაიმე გადაწყვეტილება წაადგება ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში, და გაუმარტივებს მათ ცხოვრებას, იქნება მისასალმებელი. ხაზგასმით ვიტყვი, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეინარჩუნა ამ ქვეყანაში მშვიდობა და ყველგან, ყველა დონეზე დაიცვა სახელმწიფოს ინტერესები და სულ რამდენიმე დღის წინ სტრასბურგის სასამართლომ დააკისრა რუსეთს 130 მილიონი ევროს გადახდა კომპენსაციის სახით. ეს ყველაფერი იყო იმ ნაბიჯების შედეგი, რომელსაც ჩვენ ურყევად ვდგამთ ამ მიმართულებით და ვზრუნავთ ყველა მოქალაქეზე. ქართველი ხალხი არის ბრძენი და ხედავს, რომ მრავალი სირთულისა და ცილისწამების მიუხედავად, ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესების მაქსიმალურად დაცვას ცდილობს. ყველა ხედავს, რომ ეკონომიკურ განვითარებაში საგრძნობი არის წინსვლა და საქართველოში ადამიანის უფლებები დაცული არის უმაღლესი სტანდარტით, რაზეც მეტყველებს თუნდაც დღევანდელი გადაწყვეტილება“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები