პოლიტიკა

„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე 600-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

15.05.23 11:00


თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოზიცია 600-ზე მეტმა ამომრჩეველმა დააფიქსირა.

 

„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, ამომრჩევლების 63,58%-მა ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს მისცა, მეორე ადგილზე კი თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანია 31,34%-ით.

 

შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით, თურქეთში ამ დროისთვის დათვლილია უბნების 98 პროცენტი. პირველ ადგილზეა თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 49,35%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ 45%-ით.

 

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ხმათა 50 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს, მეორე ტური ინიშნება.

 

 

 

წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები