პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

15.05.23 11:20


ილია დარჩიაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. გაკეთდა ერთობლივი განცხადება.

 

„ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ერთის მხრივ გავაგრძელებთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებას, და მეორე მხრივ დანია იქნება ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების პროცესი. მინდა მივესალმო გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში გვექნება დანიის სამეფოს საელჩო. შეხვედრის დროს შესაძლებლობა გვქონდა გამეზიარებინა იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელიც საქართველომ გადადგა 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დანიის სამეფო იქნება ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ევროინტეგრაციის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

დღესვე შეხვედრა გაიმართება პრემიერთან. თბილისში გაიხსნა დანიის დიპლომატიური ოფისი. საქართველოშია ბიზნესმენების დელეგაციაც. ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები