პოლიტიკა

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე ნორვიჩის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

15.05.23 13:20


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე ნორვიჩის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

„კანონმდებლებმა სტუდენტებს ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები გააცნეს. ასევე ისაუბრეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე.

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და მოლოდინზე ევროკავშირთან ურთიერთობებში.

 

„ვისაუბრეთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. სტუმრებს ჰქონდათ ძალიან საინტერესო კითხვები არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

 

მნიშვნელოვანი იყო ის რეფორმები, რაც საქართველომ ბოლო პერიოდში განახორციელა. ვისაუბრეთ ჩვენს ევრო მისწრაფებაზე, ასევე, იმ ძალიან მნიშვნელოვან და ისტორიულ თანამშრომლობაზე, რაც არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ტიპის პროგრამებში პარლამენტი მუდმივად იქნება წარმოდგენილი და ვუმასპინძლებთ სტუდენტებს“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები