პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში, კომიტეტებსა და დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა

15.05.23 14:20


საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო კომიტეტებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა.

 

საკითხი განსახილველად კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გააცნო. მისი თქმით, რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შეიქმნა ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფი და შესაბამისად, მოხდა კომიტეტებში, დელეგაციებში და დროებით კომისიაში წარმომადგენლობების გადასინჯვა და კვოტების განსაზღვრა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები