პოლიტიკა
15.05.23 14:40
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო, ამიტომ ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს საქართველომ ამ პროცესში რაიმე ტიპის მონაწილეობა მიიღო, სპეკულაციაა.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვს, რომ საკუთარ თანამოქალაქეებს სანქციები დაუწესოს, თუმცა ხელისუფლება ამგვარი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.
„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა. ის, რასაც ოპოზიცია ითხოვს, არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ისინი ხელისუფლებას გვთხოვენ, რომ დავასანქციროთ ჩვენი მოქალაქეები და თანამემამულეები. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. საქართველო ძალიან მშვიდად, პრაგმატულად, თავის პარტნიორებთან კოორდინაციით განაგრძობს საკუთარი მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვას. დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რთულ რეგიონში, სადაც ისედაც არაერთი გამოწვევა იყო და ახლა ძალიან რთული ომი მიმდინარეობს, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკა და არ მივცეთ რადიკალურ ოპოზიციას, თუ ჩვენი ქვეყნისადმი არაკეთილგანწყობილ ძალებს იმის შესაძლებლობა, რომ რაიმე პროვოკაცია დაგეგმოს და განახორციელოს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მიიღო რუსეთის ფედერაციამ, როდესაც სანქციები დაუწესა ჩვენ მოქალაქეებს და ახლაც, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო რუსეთის ფედერაციამ. შესაბამისად, სპეკულაციებია, როდესაც საქართველოს ადანაშაულებენ, თითქოს ჩვენ რაიმე მონაწილეობა მივიღეთ ამ გადაწყვეტილების შემუშავებაში.
ეს არის სიგნალი, ასევე ევროკავშირის და ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ. ნებისმიერი გადავადება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, რა თქმა უნდა, რისკებს და გამოწვევებს ზრდის საქართველოსთვის და ბუნებრივია, ააქტიურებს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული იყოს პასუხისმგებლობიანი და დროული გადაწყვეტილება. საქართველოს სჭირდება კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ისევე, როგორც ევროპას სჭირდება რეგიონში საქართველო, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი. ეს პასუხისმგებლობა საქართველომ არაერთხელ გამოხატა და დაადასტურა თავისი მოკავშირეების, სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და ახლა, დროა, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 118
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24