პოლიტიკა

პარლამენტის სხდომაზე დღეს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ

16.05.23 12:00


პარლამენტის სხდომაზე დღეს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

 

კანონპროექტის მიხედვით იცვლება ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, ასევე, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის პროცედურები.

 

„ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრინციპი, რომ, როგორც არის წამყვან ევროპულ ქვეყნებში რეგულაცია, ზუსტად ისეთი გვინდა ჩვენ. თავის დროზე ჩვენ ვამბობდით, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის იყენებს და გამოიყენებდა ამ რეგულაციას საბოტაჟისთვის და ასეც მოხდა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები