პოლიტიკა

პარლამენტს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარედგინა

16.05.23 12:40


პარლამენტს ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე ასარჩევად ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარედგინება.

 

ვიცე სპიკერის თანამდებობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.

 

ლევან ბეჟაშვილის აღნიშნულ პოსტზე არჩევას 76-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება.

 

პარლამენტში ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები