პოლიტიკა
16.05.23 13:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ხორბლის დარჩენილი ადგილობრივი მარაგებისა და წლევანდელი ახალი მოსავლის დაბინავების საკითხები განიხილა.
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის ნაწილში მოსავლიანობა 60%-ით გაიზარდა და მარცვლეულის წარმოების ზრდის პოზიტიური დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება, რაც სამინისტროს მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ 4 ათასზე მეტი მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერი სარგებლობს შეღავათიანი აგროკრეტით, სადაც მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობა; ასევე, სასოფლო-სამეურნეო, მათ შორის მოსავლის ამღები ტექნიკა.
„სახელმწიფო ყოველთვის მხარში უდგას ფერმერებს და ახლაც აქტიურად მუშაობს, რათა ახალი მოსავლის აღება და რეალიზაცია ფერმერებმა შეუფერხებლად განახორციელონ. რაც შეეხება ბაზარზე არსებულ ხორბლის ფასს, რამდენიმე თვის წინ, ხორბლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე იყო მაღალი; თუმცა, მოსავლის რეალიზატორებს ჰქონდათ ფასის მატების მოლოდინი, რის გამოც არ მოახდინეს პროდუქციის რეალიზაცია. დღეის მდგომარეობით, ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდ მწარმოებელ ქვეყნებში მოსავალი უპრეცედენტოდ უხვი იყო. ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით ახალ მოსავალს და მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა შეძლონ მოსავლის შეუფერხებლად დაბინავება და სათანადო შემოსავლის მიღება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ინტენსიურად იმართება შეხვედრები მარცვლეულის მწარმოებელ, ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის, პურის მწარმოებელთა ასოციაციის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან, რათა მიღწეულ იქნას ისეთი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შენარჩუნდება პურზე ფასი და პარალელურად, ფერმერები შეძლებენ შეუფერხებლად მოსავლის დაბინავებას.
ყველა ჩართულ პირთან საკითხების საბოლოოდ შეჯერების შემდეგ უახლოეს მომავალში მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - მეგობრებს გავაცანი, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა
10:4315.05.24
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10:1115.05.24
-
იაგო ხვიჩია - იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არარელევანტურია
18:0014.05.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით
17:2514.05.24
-
16:4414.05.24
-
შარლ მიშელი - გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა შეიტანს სიმკვეთრეს განზრახვებში
16:2314.05.24
-
16:0014.05.24
-
სცნობს თუ არა საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?
15:5014.05.24
-
სოზარ სუბარი - „ენჯეოებს“ ხელისუფლებაში თუ უნდათ ყოფნა, პარტიებად ჩამოყალიბდნენ
15:2514.05.24
-
15:0014.05.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება
14:3614.05.24
-
14:0014.05.24
-
საქართველოში 18 მაისამდე გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
13:3214.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს
13:0014.05.24
-
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
12:2414.05.24
-
პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს
11:4914.05.24
-
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:2514.05.24
-
11:0014.05.24
-
საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან
10:3514.05.24
-
ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს
10:0014.05.24
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24