ეკონომიკა

Georgian Airways-ს თბილისი-მოსკოვის რეისებზე ნებართვა მისცეს

16.05.23 14:20


კომპანია „Georgian Airways“-ს საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა მიეცა.

 

როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ფრენებს 20 მაისიდან დაიწყებს, თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.

 

კვირაში ამ მიმართულებით შვიდი ფრენა შედგება.

 

აქამდე სააგენტომ საქართველო-რუსეთს შორის რეისების განხორციელების ნებართვა რუსულ კომპანია „აზიმუტსაც“ მისცა. შეზღუდვა ორ ქვეყანას პირდაპირ ფრენებზე მოსკოვმა 10 მაისს გააუქმა.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები