პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი - ეს ხომ მეზობელი არაა, ეს ხომ ოკუპანტია?! - სახელმწიფოებრიობის საპირწონედ, ფრენები არ უნდა აღდგეს!

16.05.23 18:00


ეს ხომ მეზობელი არაა, ეს ხომ ოკუპანტია?! არ მგონია, რომ ვინმეს შეხსენება სჭირდებოდეს. სახელმწიფოებრიობის საპირწონედ, ფრენები არ უნდა აღდგეს! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოკუპირებული ქვეყნის თვითმფრინავები რომ უნდა დასხდნენ საქართველოს აეროპორტში, გარდა იმისა, რომ ეს ძალიან უხერხულია, ეს კონსტიტუციურად არის საოკუპაციო კანონის დარღვევა.

 

„მგონი განსხვავებულ ენაზე ვსაუბრობთ, აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ მეზობელთან გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა, ეს ხომ მეზობელი არაა, ეს ხომ ოკუპანტია?! არ მგონია, რომ ვინმეს შეხსენება სჭირდებოდეს. ოკუპირებული ქვეყნის თვითმფრინავები უნდა დასხდნენ ჩვენს აეროდრომზე. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან უხერხულია, ეს კონსტიტუციურად არის საოკუპაციო კანონის დარღვევა. მთელი მსოფლიო რომ ამ ბარბაროსს ებრძვის, სიმონიანის სალაპარაკო რომ უნდა გავხდეთ, ძალიან უხერხულია. იქიდან რომ გვეჯღანებიან, როგორც საცოდავ, ღირსებააყრილ ერს, ხომ არ გამოვა ეს ამბავი, ვიღაცამ შეგვაჩეჩოს, რომ რაღაცა მილიონი ქართველი ცხოვრობს იქ. ყველა პატრიოტი იქაური მცხოვრები ზუსტად მიხვდება რაშია საქმე, რომ სახელმწიფოებრიობის საპირწონედ, ფრენები არ უნდა აღდგეს.

 

რაც შეეხება სააკაშვილის შესახებ იმ სიცრუეს, რაც გაჟღერდა, სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ განხილვის პერიოდში არ გადაეყვანათ, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. "ქოლ - ცენტრების" თემასაც შევეხები, თუ გეპარებათ ეჭვი, რომ ოპოზიციიდან ვინმე არის ჩართული, უთუოდ გამოიძიებდით, ვფიქრობ, არა? მაშ, რატომ არ იძიებთ? რა გახდა "ქოლ - ცენტრების" გამოძიება, სიტყვაზე გენდოთ? არ გვაინტერესებს, ასეთი სიბინძურე თუ არსებობს, რომ პენსიონერს თითო ლარი ჩამოაჭრან და ქვეყანას თავი მოჭრან, რომელ მხარეს იქნება ეს უბედურება და აღვირახსნილი ადამიანის წარმონაქმნი, მართლა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?! გამოვიძიოთ, არ მაინტერესებს ვინ არის კისრამდე ჩაფლული ამაში, იქამდეც გზა ჰქონია, ვინც აღმოჩნდება“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები