პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს

17.05.23 11:40


საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

კომისიის შემადგენლობაში იქნება ცხრა წევრი და ის დაკომპლექტდება პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლისა და სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების რვა წარმომადგენლისგან.

 

ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები