პოლიტიკა

ოლაფ შოლცი - გარდამტეხი მომენტიდან რაც ვისწავლეთ, არის ის, რომ უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და საქართველო უნდა გაწევრიანდნენ ევროკავშირში

17.05.23 12:00


გარდამტეხი მომენტიდან რაც ვისწავლეთ, არის ის, რომ უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და საქართველო უნდა გაწევრიანდნენ ევროკავშირში. აქ ევროპის საბჭო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით, ვენეციის კომისიის მუშაობის გამოცდილებით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

 

შოლცის თქმით, ევროპის საბჭომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ევროპაში განმტკიცდეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა.

 

„ევროპის საბჭომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა განმტკიცდეს ევროპაში, რაც დღეს შესაძლოა, წარმოუდგენლად ჩანდეს თუ რუსეთსა და ბელარუსს შევხედავთ. თუმცა, ერთ დღეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება და რაც დანამდვილებით შეგვიძლია ითქვას, ეს ომი არ დამთავრდება პუტინის იმპერიალიზმის გამარჯვებით, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სამართლიანი მშვიდობის მიღწევამდე“, – განაცხადა შოლცმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

 

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები