პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მგონი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლისკენ პატარა ნაბიჯი გადაიდგა

18.05.23 15:00


ზოგადად თუ დაიწყებ ბოლომდე უნდა მიიყვანო ნებისმიერი საქმე. სადაც სამი იქ ხუთი. თუ კიდევ გაიშიფრება ვინმე უკეთესი, ოპოზიციაც ხეირს ნახავს ამ ყველაფრიდან, გვეცოდინება ვინ როგორ და რანაირად ლაგდება, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

„არ ვიცი ეს შეიძლება უფასოდ გააკეთა ვიღაცამ. მგონი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლისკენ პატარა ნაბიჯი გადაიდგა. მოგეხსენებათ, მე უფრო დიდი ნაბიჯები მინდა, მაგრამ ეს პატარა ნაბიჯებიც არ არის ცუდი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. ტრისტან ბენაშვილმა, გიორგი გზობავამ და ზურაბ გურასპაშვილმა 90-ზე მეტი ხმა მიიღეს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო. კენჭისყრაში ხუთმა ოპოზიციონერმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 4 - ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები და ბაჩუკი ქარდავა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მათა ფრაქცია დატოვეს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები