საზოგადოება
22.05.23 10:40
საქართველოს ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მონიტორინგის დელეგაცია ეწვია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა, რომელშიც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები და ამოცანები გააცნო. მან დეტალურად მიმოიხილა ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და პრინციპებთან შესაბამისობის შესახებ.
მრჩეველთა კომიტეტის წარმომადგენლებმა სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი უწყებების მხრიდან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის, ანტიდისკრიმინაციის, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით თითოეულ სფეროში სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღწეული შედეგების შესახებ; საქართველოში ვიზიტისას დელეგაცია ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. შეხვედრებისას მიღებული ინფორმაციის საფუძველზეც მომზადდება მონიტორინგის ანგარიში და რეზოლუცია საქართველოსთვის.
„ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის ვიზიტი მიზნად ისახავს ქვეყნის მიერ კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასებას. ის ამჯერად მოიცავს 2017-2021 წლების პერიოდს და მონიტორინგის ხუთწლიანი ციკლის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ იმართება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს გამართული სხდომა, რომელზეც მსჯელობა წარიმართა ეთნიკურ უმცირესობათა მიმართებით მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით; მონიტორინგის დელეგაციის წევრებს მივაწოდეთ ამომწურავი და ყოვლისმომცველი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომი ინტეგრაციის და განმტკიცებისთვის გახსნილი შესაძლებლობებისა და უკვე მიღწეული ხელშესახები შედეგებისა და პროგრესის თაობაზე, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო განუხრელად განაგრძობს საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 568
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მიხეილ სააკაშვილი - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად
18:0002.06.23
-
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა
17:4002.06.23
-
უცხოპლანეტელების მიერ აფხაზეთის დასახლების სეზონი
17:2002.06.23
-
უცხოპლანეტელების მიერ აფხაზეთის დასახლების სეზონი
17:0002.06.23
-
ვახტანგ გომელაური მარკ კლეიტონს შეხვდა
16:4002.06.23
-
16:2002.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
16:0002.06.23
-
თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
15:4002.06.23
-
15:2002.06.23
-
ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის ბაზაზე მე-3 თვითმფრინავი დაამატა
15:0002.06.23
-
14:4002.06.23
-
14:2002.06.23
-
14:0002.06.23
-
13:3002.06.23
-
ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლოს ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული
13:0002.06.23
-
12:4002.06.23
-
12:2002.06.23
-
12:0002.06.23
-
“უკრაინის ომში რუსეთის მოკავშირე არ ვართ” – ფაშინიანი
11:4002.06.23
-
კიშინიოვის ფორმატი სეპარატიზმის ლიკვიდაციისთვის!
11:2002.06.23
-
კიშინიოვის ფორმატი სეპარატიზმის ლიკვიდაციისთვის!
11:0002.06.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
10:4002.06.23
-
10:2002.06.23
-
10:0002.06.23
-
18:0001.06.23
-
17:4001.06.23
-
17:2001.06.23
-
17:0001.06.23
-
16:4001.06.23
-
პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
16:2001.06.23
-
16:0001.06.23
-
“საქართველო ნეიტრალური და მიუკერძოებელია” – პრემიერი სომხეთსა და აზერბაიჯანზე
15:3001.06.23
-
გივი მიქანაძე საქართველოში ვატიკანის ელჩს შეხვდა
15:0001.06.23
-
სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩს გაპრეზიდენტებას ულოცავს
14:3001.06.23
-
14:0001.06.23
-
13:4001.06.23