საზოგადოება
23.05.23 12:00
აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისტვან ნაგიმ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, თაფლისა და ღვინის ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ოთარ შამუგიამ უნგრეთთან დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და უნგრელ კოლეგას ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენთვის, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების მსურველი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა, პარტნიორული თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ვისაუბრეთ სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მათ შორის, ღვინის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებზე. არსებობს ყველა გარემოება, რომ ბიზნესსექტორს ხელი შევუწყოთ დაამყარონ კავშირები, მოვიზიდოთ ინვესტიციები იმ სექტორებში, რომელიც შეიძლება მიმზიდველი იყოს უნგრული მხარისთვის“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
„საქართველოს, სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ვფიქრობ, გაფორმებული მემორანდუმი მტკიცე საფუძველს შეუქმნის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა უახლოეს მომავალში ხელშესახები და ურთიერთსასარგებლო შედეგების მომტანი იქნება“,- განაცხადა ისტვან ნაგიმ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მერძევეობისა და მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებსაც.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები თენგიზ ნასარიძე და იური ნოზაძე, ასევე, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის დელეგაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა.
ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მინისტრს ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია დაათვალიერებინა. სტუმრები საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას, ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალს და ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებს გაეცნენ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24