პოლიტიკა
24.05.23 17:20
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან დღეს ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.
მისივე თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია უპირველესი საკითხია.
„მკაფიოდ ვთქვით და ყოველთვის ვიმეორებთ, რომ არის ორი წითელი ხაზი, ორი საკითხი, რომლებზეც ჩვენ, როგორც მმართველ ძალას, არასდროს გვექნება კომპრომისი. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს ევროპული და ევროანტლანტიკური ინტეგრაცია. დიახ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, ვის დროსაც საქართველომ წაიწია წინ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც გვეხმარება როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის, ვინც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ვინც მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან, ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დღითი დღე გააღრმაოს თანამშრომლობა ევროკავშირთან და ინტენსიურად სვლა – ევროპული ინტეგრაციისკენ. რაც შეეხება ნატო-ს, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიიღო საქართველომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, გაძლიერებული შესაძლებლობის, პარტნიორის სტატუსი. საქართველოს აქვს ნატო-ში გაწევრიანების ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, ალიანსთან ჩვენი თანამშრომლობა არის ყველა დროის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე. ჩვენი ამოცანაა, გადაწყვეტილებები, რაც მიღებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოთ ამ გადაწყვეტილების გონივრულ ვადებში სისრულეში მოყვანა“, – განუცხადა ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებს კატარში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის გზავნილების შეფასებისას.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მიხეილ სააკაშვილი - ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად
18:0002.06.23
-
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა
17:4002.06.23
-
უცხოპლანეტელების მიერ აფხაზეთის დასახლების სეზონი
17:2002.06.23
-
უცხოპლანეტელების მიერ აფხაზეთის დასახლების სეზონი
17:0002.06.23
-
ვახტანგ გომელაური მარკ კლეიტონს შეხვდა
16:4002.06.23
-
16:2002.06.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
16:0002.06.23
-
თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
15:4002.06.23
-
15:2002.06.23
-
ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის ბაზაზე მე-3 თვითმფრინავი დაამატა
15:0002.06.23
-
14:4002.06.23
-
14:2002.06.23
-
14:0002.06.23
-
13:3002.06.23
-
ნიკოლოზ სამხარაძე: იმედი მაქვს, რომ ივნისის ბოლოს ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული
13:0002.06.23
-
12:4002.06.23
-
12:2002.06.23
-
12:0002.06.23
-
“უკრაინის ომში რუსეთის მოკავშირე არ ვართ” – ფაშინიანი
11:4002.06.23
-
კიშინიოვის ფორმატი სეპარატიზმის ლიკვიდაციისთვის!
11:2002.06.23
-
კიშინიოვის ფორმატი სეპარატიზმის ლიკვიდაციისთვის!
11:0002.06.23
-
მაკა ბოჭორიშვილი შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
10:4002.06.23
-
10:2002.06.23
-
10:0002.06.23
-
18:0001.06.23
-
17:4001.06.23
-
17:2001.06.23
-
17:0001.06.23
-
16:4001.06.23
-
პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
16:2001.06.23
-
16:0001.06.23
-
“საქართველო ნეიტრალური და მიუკერძოებელია” – პრემიერი სომხეთსა და აზერბაიჯანზე
15:3001.06.23
-
გივი მიქანაძე საქართველოში ვატიკანის ელჩს შეხვდა
15:0001.06.23
-
სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩს გაპრეზიდენტებას ულოცავს
14:3001.06.23
-
14:0001.06.23
-
13:4001.06.23