პოლიტიკა
25.05.23 14:00
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და მათი განვითარების და ხელშეწყობის მიმართულებებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში იტალიური ენის შესწავლის პროგრამებს. აღინიშნა, რომ საქართველოს რიგ სკოლებში იტალიური ენის შესწავლა საელჩოს მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ენრიკო ვალვოს თქმით, საელჩო დაინტერესებულია, რომ საქართველოს რეგიონებში არსებულ კიდევ უფრო მეტ უნივერსიტეტს მიეცეს იტალიური ენის საგანმანათლებლო პროგრამებზე წვდომა, რაც სტუდენტებს იტალიური ენის და კულტურის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ იტალიელ დიპლომატს საპარლამენტო დელეგაციის იტალიაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გააცნო და ვატიკანის ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა. აღინიშნა, რომ ქართველი მკვლევარებისა და ისტორიკოსებისთვის ვატიკანის ბიბლიოთეკაში შესაბამისი კვოტა გამოიყოფა, სადაც ქართველი მეცნიერები საქართველოს შესახებ ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერებს შეისწავლიან.
ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, მიმდინარე წელს იტალიის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტი და ერთობლივი საკომიტეტო სხდომის გამართვა იგეგმება, რაც შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, სამომავლო ურთიერთობების პრიორიტეტებს გამოკვეთს და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24